კაიროსა და თბილისს შორის რეგულარული ფრენები შესრულდება

© FB / GCAAავიაკომპანია „Air Cairo“
ავიაკომპანია „Air Cairo“ - Sputnik საქართველო
გამოწერა
Air Cairo კაიროდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo 3 ნოემბრიდან კაირო-თბილისი-კაიროს მარშრუტით რეგულარულ რეისებს შეასრულებს, ნათქვამია ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს Facebook-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

ეგვიპტური ავიაკომპანია Air Cairo საქართველოს საავიაციო ბაზარზე 2014 წლიდან ოპერირებს.

ავიაკომპანიის მიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში წარმოდგენილი განრიგის შესაბამისად, ავიარეისები კვირაში ორჯერ, ყოველ ორშაბათსა და ხუთშაბათს, Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით შესრულდება.

რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელებისათვის აუცილებელი ნებართვა Air Cairo-ს 21 სექტემბერს მიენიჭა.

აღსანიშნავია, რომ ახალი მიმართულების პარალელურად, ზამთრის სანავიგაციო სეზონის განმავლობაში (ოქტომბერი-მარტი) ავიაკომპანია "Air Cairo" გააგრძელებს ფრენებს შარმ ელ შეიხიდან და ჰურგადიდან თბილისის მიმართულებით.

Air Cairo წარმოადგენს EGYPT AIR-ის შვილობილ ავიაკომპანიას, რომელიც დაბალტარიფიან (Low Cost) მოდელზე დაფუძნებულ სერვისებს სთავაზობს მგზავრებს.

ბოლო დროს საქართველოში ტურიზმის სფერო დინამიურად ვითარდება — წლიწან წლამდე იზრდება უცხოელ ვიზიტორთა რაოდენობა, მათ შორის ეგვიპტედან.

საქართველოს 2017 წლის პირველი რვა თვის განმავლობაში 5,1 მილიონამდე უცხოელი ვიზიტორი ეწვია, აქედან 6500-მდე ეგვიპტელი ვიზიტორი იყო, რაც 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 97,4%-ით მეტია.

© Sputnik / Maria TsimintiaTOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე
TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე - Sputnik საქართველო
TOP-10 ავიაკომპანია ქართულ ავიაბაზარზე
ყველა ახალი ამბავი
0