საქართველოს მოქალაქეები კვებაზე საკუთარი შემოსავლის მესამედზე მეტს ხარჯავენ

© photo: Sputnik / Александр Имедашвилиგარევაჭრობა
გარევაჭრობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალაქში მცხოვრებ ქალებს უფრო ხშირად უწევთ ოჯახის ფინანსური საყრდენის როლის შესრულება, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ქალებს.

თბილისი, 22 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის შემოსავლის მესამედზე მეტი საკვებზე მიდის, ასეთია მარკეტინგული საკონსულტაციო კომპანია IPM Research-ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

მთლიანობაში, კომუნალურ მომსახურებასა და კვებაზე საქართველოს მოქალაქეების შემოსავლის 55% მიდის.

კვლევაში მონაწილეობა 1959-მა რესპონდენტმა მიიღო. სპეციალისტები შეეცადნენ დაედგინათ, მოქალაქეები ყოველთვიურ შემოსავალს რაში ხარჯავენ და როგორ ანაწილებენ.

როგორც აღმოჩნდა, რესპონდენტების საერთო თვიური შემოსავლის მესამედზე მეტი (35,8%) საკვების და სასმელის შეძენაზე იხარჯება. შემოსავლის 11,4% მათ საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი — კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ.

„ქვეყანაში საერთო ოჯახური შემოსავლის ნახევარზე მეტს ოჯახები ფიზიკური არსებობისთვის ხარჯავენ“, — ნათქვამია კვლევაში.

© Sputnik / Maria Tsimintiaინფლაცია საქართველოში
ინფლაცია საქართველოში - Sputnik საქართველო
ინფლაცია საქართველოში

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა ყოველთვიური შემოსავლის 8,7% ტრანსპორტზე იხარჯება. მნიშვნელოვანი დანახარჯია ალკოჰოლი და თამბაქო (7,5%), ასევე კომუნიკაციებისა (6,8%) და განათლებისთვის გაღებული ხარჯებიც (6,8%).

აღსანიშნავია, რომ გართობა/დასვენებისთვის რესპონდენტების ოჯახები თვიური შემოსავლის მხოლოდ 2,4%-ს ხარჯავენ.

კვლევაში ასევე აღნიშნულია, რომ გავრცელებული მოსაზრება,  რომ ქალი გახდა ოჯახში მთავარი ფინანსური საყრდენი, არ არის კორექტული. ოჯახების თითქმის 2/3-ში მამაკაცი რჩება ოჯახის მარჩენალი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ფინანსური საყრდენი მამაკაცი უფრო მეტად სოფელშია, ვიდრე ქალაქში, სადაც ქალებს ორჯერ უფრო მეტად უწევთ ოჯახის ფინანსური საყრდენის როლის შესრულება, ვიდრე სოფლად მცხოვრებ ქალებს.

IPM Research-ი 1995 წელს შეიქმნა. ის სპეციალურ, მარკეტინგულ და პოლიტიკურ კვლევებს აწარმოებს.

© Sputnik / Maria Tsimintiaსაქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა
საქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა - Sputnik საქართველო
საქართველოს საარსებო მინიმუმი და სამომხმარებლო კალათა

 

ყველა ახალი ამბავი
0