საქართველოსა და იორდანიას დაბალტარიფიანი ავიარეისები დააკავშირებს

© Flickr / Sean MacEnteeთვითმფრინავი
თვითმფრინავი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეისები „ამანი-თბილისი-ამანი“ ოქტომბრის ბოლომდე კვირაში ორჯერ განხორციელდება.

თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Air Arabia Jordan 28 აპრილიდან დაიწყებს რეგულარული ავიარეისების „ამანი-თბილისი-ამანი“ განხორციელებას, აღნიშნულია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პრეს-სამსახურის განცხადებაში.

ამანი-თბილისი-ამანის პირველი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 28 აპრილს, 16:40 საათზე დაეშვება და ამავე დღეს, 17:30 საათზე გაფრინდება.

ავიარეისები კვირაში ორჯერ, ყოველ სამშაბათსა და პარასკევს Airbus A320 ტიპის საჰაერო ხომალდით განხორციელდება.

ბათუმი - Sputnik საქართველო
მოსკოვსა და ბათუმს ახალი ავიარეისი დააკავშირებს

ავიაკომპანია Air Arabia Jordan აღნიშნულ მარშრუტზე ოპერირებას ზაფხულის სანავიგაციო სეზონის ბოლომდე — 2017 წლის 26 ოქტომბრამდე გეგმავს.

იორდანიისა და საქართველოს დედაქალაქებს შორის პირდაპირი რეგულარული საჰაერო მიმოსვლის დაწყება ავიაკომპანიასა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „სამოქალაქო ავიაციის საააგენტოს“ შორის გამართული კონსულტაციების წარმატებით დასრულების შედეგია. სააგენტოსა და Air Arabia Jordan-ის წარმომადგენლების დასკვნითი შეხვედრა 14 მარტს გაიმართა. რეგულარული საჰაერო მიმოსვლის განხორციელების ნებართვა ავიაკომპანიას 24 მარტს მიენიჭა.

ახალი დაბალბიუჯეტიანი ავიარეისი ხელს შეუწყობს ქვეყნებს შორის ტურისტული ნაკადის ზრდას.

ყველა ახალი ამბავი
0