თბილისი ვისკის ფესტივალს პირველად უმასპინძლებს

© photo: Sputnikვისკის ნაირსახეობა
ვისკის ნაირსახეობა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისის ვისკის ფესტივალის ფარგლებში, რომელიც 6-7- მაისს ჩატარდება, გაიმართება მასტერ-კლასები, აუქციონი და დეგუსტაცია.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისის ვისკის ფესტივალზე (Tbilisi Whisky Festival), რომელიც 6-7- მაისს გაიმართება,  ვისკის მსოფლიო წამყვანი ბრენდების წარმომადგენლები შეიკრიბებიან.

ფესტივალი Expo Georgia-ს საგამოფენო დარბაზში ჩატარდება. 

ვისკი - Sputnik საქართველო
ქართულ ქვევრის ვისკის „პროლოგი“ დაერქმევა

„ფესტივალზე მოგეცემათ საშუალება დააგემოვნოთ და შეიგრძნოთ სხვადასხვა სახის, ქვეყნის და დასახელების თავბრუდამხვევი არომატები, დაესწროთ ბრენდების ამბასადორების მასტერკლასებს, მიიღოთ მონაწილეობა ვისკის წამახალისებელ აუქციონში და გახდეთ ახალი ტრადიციის ნაწილი“, — ნათქვამია ღონისძიების ორგანიზატორების ვებ-გვერდზე.

ფესტივალზე სტუმრებს 10 მონეტა დაურიგდებათ, რომლებსაც გამოიყენებენ სხვადასხვა ვისკისა და კოქტეილის დეგუსტაციისთვის.

ფესტივალზე დასასწრები ბილეთების შეძენა შესაძლებელი იქნება Alcorium-ის ან ვისკის სახლის მაღაზიებში ან ვებ-გვერდზე tkt.ge.

ფესტივალზე 18 წლამდე პირები არ დაიშვებიან.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0