კალაძე "ინტერ რაოსთან" მოლაპარაკებების დაწყებას არ გამორიცხავს

გამოწერა
„ინტერ რაოს" ჰოლანდიური შვილობილი კომპანიები, რომლებიც საქართველოში ენერგოკომპანიებს ფლობენ, მთავრობისგან ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით კომპენსაციას მოითხოვენ.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik.  ქართულმა მხარემ, შესაძლოა, რუსული ენერგოჰოლდინგის, „ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებთან საინვესტიციო დავის საკითხებზე მოლაპარაკებები გამართოს და საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდეს, განუცხადა ჟურნალისტებს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ.

რუსული ენერგოჰოლდინგის, "ინტერ რაოს" შვილობილმა კომპანიებმა საქართველოს ხელისუფლებას ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით ინვესტიციების კომპენსაციებზე საინვესტიციო დავის შესახებ წერილობით აუწყეს. 

ქვესადგური მარნეული -500 - Sputnik საქართველო
საქართველოს "ინტერ რაოსთან" შეთანხმების იმედი აქვს

„რამდენიმე დღის წინ მივიღეთ შეტყობინება არბიტრაჟთან დაკავშირებით. ჩვენ მაქსიმალურად ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ მოვემზადოთ და წარმოვადგინოთ შესაბამისი დოკუმენტაცია. შესაძლოა, არბიტრაჟამდე არც მივიდეს საქმე. ეს არის საკმაოდ ხანგრძლივი პროცესი. შეიძლება, შედგეს მოლაპარაკებები", — განაცხადა კალაძემ.

„ინტერ რაოს“ შვილობილ კომპანიებთან მოლაპარაკებების პოზიტიური დასრულების იმედი აქვს კალაძის მოადგილეს, ირაკლი ხმალაძეს, რომელმაც სამშაბათს ასევე განაცხადა, რომ არბიტრაჟამდე საქმე არ მივა. 

თბილისის ელექტროგამანაწილებელი კომპანია თელასი - Sputnik საქართველო
"ინტერ რაო" ლარის გაუფასურებასთან დაკავშირებით საქართველოსგან კომპენსაციას ითხოვს

წერილები პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა, იუსტიციისა და ენერგეტიკის მინისტრების სახელზე გამოგზავნეს "ინტერ რაოს" ნიდერლანდების სტრუქტურებმა Gardabani Holdings B.V. და Silk Road Holdings B.V. დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ დავა გამოწვეულია საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის ინტერესების სტიმულირებისა და ურთიერთდაცვის შესახებ საერთაშორისო შეთანხმების საქართველოს მხრიდან დარღვევის გამო (ვალდებულებების შეუსრულებლობა).

Silk Road ელექტროგამანაწილებელი კომპანია "თელასის" 75,11%-ს ფლობს — პაკეტი საქართველოს მთავრობისგან 1998 წელს შეიძინეს. Gardabani-მ ჰესების — "ხრამი-1" და "ხრამი-2" 100% 2011 წელს შეიძინა.

Gardabani და Silk Road-ი წერილებში არ უთითებენ, რა კომპენსაციის მიღებას აპირებენ, მხოლოდ აცხადებენ, რომ დავის გადაწყვეტა მოლაპარაკებების გზით სურთ, მაგრამ საერთაშორისო არბიტრაჟში მიმართვის უფლებას იტოვებენ.


ყველა ახალი ამბავი
0