განთავსდა პირველი ევროობლიგაციები ლარში

© photo: Sputnik / Stringer100 ლარიანი კუპიურები
100 ლარიანი კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლარში ნომინირებული პირველი ევროობლიგაციების ლისტინგის ჩატარებას გეგმავს.

თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) ქართულ ეროვნულ ვალუტაში — ლარში ნომინირებული ევროობლიგაციები პირველად განათავსა, აღნიშნულია ბანკის პრეს-რელიზში.

120 მლნ ლარის ევროობლიგაციები განთავსებულია ხუთწლიანი ვადით, კუპონის განაკვეთი მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის სამთვიანი დეპოზიტური სერტიფიკატის განაკვეთზე (ბოლო ნიშნული — წლიური 6,9%). გამოშვების ორგანიზატორია TBC Bank.

EBRD აპირებს განაცხადის შეტანას მითითებული ევროობლიგაციების ლონდონის საფონდო ბირჟაზე ლისტინგზე.

"ევროობლიგაციების განთავსება შესაძლებელი გახდა Clearstream-სა და ქართულ ბაზარს შორის ცოტა ხნის წინ მიღწეული კავშირის წყალობით. ამან ქართულ ლარს საშუალება მისცა, გამხდარიყო გადახდის ვალუტა ფასიანი ქაღალდების საერთაშორისო ცენტრალურ დეპოზიტარიუმში, ასევე გაჩნდა შიდა ბაზარზე საერთაშორისო ინვესტიციების გაზრდის სტიმულირების შესაძლებლობა", — აღნიშნულია EBRD-ის პრეს-რელიზში.

გიორგი კვირიკაშვილი და სუმა ჩაკრაბარტი - Sputnik საქართველო
2017 წელს EBRD საქართველოში 300 მლნ ევროს ინვესტირებას გეგმავს

უფრო ადრე ბანკმა საქართველოში ობლიგაციების ოთხი გამოშვება განათავსა. ბოლო განთავსებული იყო ივნისში — 107 მლნ ლარი, წლიური 6,45%-ით.

ამ დროისთვის EBRD-ს საქართველოში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორში დაფინანსებული აქვს 3,1 მლრდ ევროს ღირებულების 205 პროექტი. პირველი კრედიტი ლარში 2010 წლის მარტში გაიცა.

ყველა ახალი ამბავი
0