ტურისტები

საქართველოში ჩამოსულ უცხოელთა რაოდენობა 11,3%-ით გაიზარდა

21
(განახლებულია 09:46 05.04.2017)
ტურისტების რაოდენობამ, რომლებიც საქართველოს 2017 წლის პირველ კვარტალში ეწვივნენ და ქვეყანაში 24 საათზე მეტი დაჰყვეს, 513600 ადამიანი შეადგინა.

თბილისი, 5 აპრილი — Sputnik. საქართველოს იანვარ-მარტის თვეში  1,3 მილიონი უცხოელი ვიზიტორი ეწვია, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11,4%-ით მეტია.

ქვეყანას მარტში 511000 ადამიანი ეწვია, რაც გასული წლის მარტის თვის მაჩვენებელთან შედარებით 13%-ით მეტია, ნათქვამია შსს-ს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

უცხოელთა საერთო რიცხვიდან, რომლებიც საქართველოს მარტში ესტუმრნენ, 219600 ადამიანმა ქვეყანაში 24 საათზე მეტი დრო დაჰყო (ზრდა 28,6%). 

საქართველოში 2017 წლის იანვარში ჩამოსული უცხოელების რაოდენობამ 387000 შეადგინა (ზრდა 19,8%), თებერვალში კი — 368000 ადამიანი (ზრდა 2,1%).

წლის პირველი სამი თვის განმავლობაში ვიზიტორთა საერთო რიცხვიდან ტურისტი 513600 ადამიანი იყო (ზრდა 25,7%).

ტურისტების მოსაზიდად საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში საინფორმაციო კამპანიებს ატარებს, ამზადებს ეფექტურ პრომო-რგოლებს, ქვეყანაში მედია-ტურებს აწყობს. საქართველოში დასვენებას ტურისტებს პოპულარული გზამკვლევები და მსოფლიოს წამყვანი მასმედიის საშუალებები ურჩევენ.

მხოლოდ 2016 წელს საქართველოში 6,3 მილიონი ტურისტი ჩამოვიდა, რაც 2015 წლის მონაცემებთან შედარებით 7,6%-ით მეტია. საერთაშორისო ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა გასულ წელს 2 მილიარდ დოლარზე მეტი შეადგინა.

 

 

 

21