თბილისის მერია გარემოვაჭრეებთან ბრძოლას განაგრძობს

© Sputnik / Levan Avlabreliქუჩის მოვაჭრეების აქცია
ქუჩის მოვაჭრეების აქცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
დედაქალაქის ხელისუფლება მთელ თბილისში უკანონო სავაჭრო დახლებს თანდათან იღებს.

თბილისი, 3 აპრილი — Sputnik. თბილისის მერიის თანამშრომლებმა "დინამოს" სტადიონის მიმდებარე ტერიტორიიდან გარემოვაჭრეების უკანონო კონსტრუქციები დაშალეს, აღნიშნულია უწყების ვებ–გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

თბილისში ქუჩაში ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლა მარტის ბოლოს დაიწყო. მერიის თანამშრომლებმა პირველ ჯერზე მარჯანიშვილის მეტროს მიმდებარე ტერიტორია გაწმინდეს. ამან გარემოვაჭრეების უკმაყოფილება გამოიწვია. მათ საპროტესტო აქციების გამართვა დაიწყეს.

"დინამოს მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფი გარემოვაჭრეები ინფორმირებულები იყვნენ იმის შესახებ, რომ დღეიდან მათ უკანონო ვაჭრობის საშუალება არ მიეცემოდათ", – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

საპროტესტო აქცია მეტრო მარჯანიშვილთან - Sputnik საქართველო
ქუჩის მოვაჭრეებმა თბილისის ცენტრში საპროტესტო აქცია მოაწყვეს

მერია შეუთანხმდა თბილისის ბაზრების ასოციაციას, რომ გარემოვაჭრეები ნახევარი წლის განმავლობაში დედაქალაქის ბაზრებში შეღავათიანი პირობებით ისარგებლებენ. მათ შეუძლიათ ივაჭრონ ცენტრალური რკინიგზასთან ტერიტორიაზე, ახალ "დეზერტირების ბაზარში", მეტრო დიდუბესთან და ისნისა და სამგორის ბაზრებში.

მერიას ქუჩაში ვაჭრობის აკრძალვის თხოვნით ადგილობრივმა მოსახლეობას არაერთხელ მიმართა. ისინი ანტისანიტარიას უჩიოდნენ. თბილისის მერია მსგავსი ღონისძიებების გატარებას ეტაპობრივად თბილისის სხვადასხვა ნაილში გეგმავს.

საქართველოში ქუჩაში ვაჭრობა აკრძალულია. ადმინისტრაციული სამართალდარღვევების კოდექსით, სათანადო ნებართვის გარეშე გარევაჭრობა ისჯება 20–დან 50 ლარამდე ჯარიმით. თუ გარემოვაჭრე პოლიციის თანამშრომლის მოთხოვნას არ დაემორჩილება, ის 50 ან 100 ლარით დაჯარიმდება, ან 7–დღიანი პატიმრობა მიესჯება.

ყველა ახალი ამბავი
0