თბილისის მერი: ტრანსპორტით მგზავრობის საფასური არ გაიზრდება

© Sputnik / Alexander Imedashviliმუნიციპალური ტრანსპორტი
მუნიციპალური ტრანსპორტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ღირებულება მხოლოდ მერიასთან შეთანხმების საფუძველზე შეიძლება შეიცვალოს, რომელიც დღეს არსებული ტარიფის შეცვლას სამი წლის განმავლობაში არ გეგმავს.

თბილისი, 22 მარტი — Sputnik. თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ფასი არ გაიზრდება, განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მარტის თვის დასაწყისში კომპანია „თბილისის მიკროავტობუსმა“, რომელიც დედაქალაქის მასშტაბით უზრუნველყოფს მგზავრების მომსახურებას, იმ სამარშრუტო ტაქსებით მგზავრობის ტარიფის 10 თეთრით გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო, რომელიც თბილისში მოკლე მანძილზე გადაადგილდებიან. ოპოზიცია შიშობს, რომ კომპანია ტარიფის გაზრდას ყველა მიკროავტობუსზე გაზრდის. 

ავტობუსი - Sputnik საქართველო
საქართველოში ტრანსპორტზე ფასები გაიზარდა

„ახლო მომავალში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობის ტარიფის გაზრდა მოსალოდნელი არ არის. რაც შეეხება კერძო, ყვითელ ავტობუსებს, ფასის ზრდას აქაც არ ველოდებით. რამდენადაც აღნიშნული სფერო რეგულირებადია, კომპანიას ტარიფის ზრდა მუნიციპალიტეტთან შეუთანხმებლად არ შეუძლია და დღეს არსებული ტარიფი, მინიმუმ მომდევნო სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება“, — განაცხადა ნარმანიამ.

თბილისში ამჟამად მიკროავტობუსებით მგზავრობა 80 თეთრი ღირს, მოკლე მარშრუტებზე — 40-50 თეთრი. 2011 წლიდან აღნიშნული ტარიფი  არ შეცვლილა.

რაც შეეხება მეტროსა და ავტობუსებს, ამ ტრანსპორტით გადაადგილების საფასური 50 თეთრია.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0