რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობა გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerაშშ დოლარი
აშშ დოლარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2017 წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანმა მოცულობამ 178 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 21,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 17 მარტი — Sputnik. საქართველოში ფულადი გზავნილების მოცულობით რუსეთი ლიდერობს — 2017 წლის თებერვალში ამ ქვეყნიდან 30,3 მლნ აშშ დოლარია გადმორიცხული, რაც 15%-ით მეტია იანვრის თვის მონაცემთან შედარებით და 21%-ით მეტია 2016 წლის თებერვლის თვესთან შედარებით, აღნიშნულია საქართველოს ეროვნული ბანკის ვებ-გვერდზე.

თებერვალში ელექტრონული სისტემების მეშვეობით საქართველოს კომერციულ ბანკებში ფულადი გზავნილების მთლიანი მოცულობის 32,2% რუსეთის წილზე მოდის.

თებერვალში საქართველოში სხვადსხვა ქვეყნიდან საერთო ჯამში 94,1 მილიონი დოლარია გადმოგზავნილი, რაც 17,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 27%-ით მეტია გასული წლის საანგარიშო პერიოდთან შედარებით. აღნიშნულ პერიოდში რუსეთიდან ფულადი გზავნილების საერთო მოცულობამ 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0