კალაძე მინსკში „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებს შეხვდება

გამოწერა
კალაძე რუსულ კომპანია „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის საკითხებს განიხილავს.

თბილისი, 14 მარტი — Sputnik. საქართველოს ვიცე-პრემიერი, ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე სამუშაო ვიზიტით მინსკში გაემგზავრა.

ენერგეტიკა - Sputnik საქართველო
„ინტერ რაომ“ „მტკვარი ენერგეტიკის“ 100%-იანი წილი გაყიდა

ვიზიტის ფარგლებში კალაძე შეხვედრებს გამართავს რუსული კომპანია „ინტერ რაოს“ წარმომადგენლებთან. მორიგი სამუშაო შეხვედრის მსვლელობისას მხარეები მიმდინარე საკითხებს განიხილავენ, აღნიშნულია საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

სს „თელასი“ ერთ-ერთი მსხვილი კომპანიაა საქართველოში ელექტროენერგიის დისტრიბუციის დარგში, რომელიც 2003 წლის აგვისტოში „ინტერ რაოს“ შემადგენლობაში შევიდა. „ინტერ რაოს" მფლობელობაშია „თელასის“ აქციათა 75%, ხოლო 25%-მდე სახელმწიფოს საკუთრებაა.

„თელასის“გარდა საქართველოში „ინტერ რაოს“ აქტივების სტრუქტურაში შედის „ხრამჰესი-1“-ისა და „ხრამჰესი-2“-ის ჰიდროენერგეტიკული აქტივები.

ყველა ახალი ამბავი
0