„ენგურჰესმა“ მუშაობა შეწყვიტა

© photo: Sputnik / Vladimir Popov / გადასვლა მედიაბანკშიენგურ ჰესი
ენგურ ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ენგურჰესის შეჩერების პერიოდში აფხაზეთში ელექტროენერგიის მიწოდება განხორციელდება რუსული და ქართული ენერგოსისტემებით, შესაბამისად, 60 და 40 პროცენტით.

თბილისი, 22 თებერვალი — Sputnik. ენგურჰესის მუშაობა ორი კვირით შეაჩერეს. ამ პერიოდში შეამოწმებენ ჰიდროელექტროსადგურის დერივაციულ გვირაბს, რათა სარემონტო სამუშაოების შესაბამისი გეგმა მომზადდეს. სარემონტო სამუშაოები 2018 წელს არის დაგეგმილი, განუცხადა „Sputnik–საქართველოს“ ექსკლუზიურ ინტერვიუში შპს „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ.

კონკურსი გვირაბის რეკონსტრუქციაზე, რომელიც ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (EBRD) გამოაცხადა, 1 მარტს დასრულდება. საუბარია 15-კილომეტრიან დერივაციულ გვირაბზე, რომლითაც წყალი წყალსაცავიდან ტურბინებს მიეწოდება. პროექტის ღირებულება 35 მლნ აშშ დოლარად არის შეფასებული.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
„ინსტიტუტი ჰიდროპროექტი“ ენგურჰესის გვირაბის გარემონტებას გეგმავს

„გრაფიკით, ჰესის დერივაციული გვირაბის მდგომარეობის დათვალიერება 4 მარტს დასრულდება და ჰესი ამუშავდება“, — განაცხადა ხუბუამ.

მისი თქმით, შპს „ენგურჰესმა“ ევროპის ბევრი ქვეყნიდან მოიწვია უცხოელი სპეციალისტები, რომლებსაც ამ პროექტში მონაწილეობა სურთ.

„სხვადასხვა ქვეყნიდან, სპეციალიზებული ორგანიზაციებიდან 60-მდე ადამიანი ჩამოვა“, — აღნიშნა ხუბუამ.

სანამ „ენგურჰესი“ გაჩერებული იქნება, აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი საქართველოსა და რუსეთის ენერგოსისტემებით შეივსება — 60%-ს რუსული მხარე მიაწვდის.

„დანარჩენს, ბუნებრივია, ქართული მხარე მიაწვდის. ეს „ენგურჰესს“ დაეწერება და ჩვენ ამას შემდეგ დავფარავთ“, — განაცხადა ხუბუამ.

ენგურჰესის კაშხალი - Sputnik საქართველო
მინსკში კალაძე აფხაზურ მხარესთან „ენგურჰესის“ სარეაბილიტაციო სამუშაოებს განიხილავს

კომპანიის ტექნიკურმა დირექტორმა აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს საკუთარი დეფიციტის შევსების მიზნით ელექტროენერგიის შესყიდვა უახლოესი მეზობლებისგან არ მოუწევს, რადგან მუშაობს თბოელექტროსადგურები.

„შესაძლოა, მცირე სიმძლავრე სომხეთიდან მოდის, თუმცა ცოტა ხნის წინ საქართველო თავად აწვდიდა სომხეთს ელექტროენერგიას, ხანდახან ბარტერი ხდება…“ — განაცხადა ხუბუამ.

მან აღნიშნა, რომ აფხაზეთში ელექტროენერგიის დეფიციტი არ იქნება, მაგრამ ეს ყველაფერი „ენგურჰესისთვის“ ფინანსურად საკმაოდ რთულია.
„ის, რასაც ახლა საქართველოს ენერგოსისტემა მიაწვდის აფხაზეთს, “ენგურჰესმა“ უნდა აანაზღაუროს, როდესაც მუშაობას დაიწყებს“, — განაცხადა ხუბუამ.

მისი თქმით, თებერვალში, არსებული ბალანსით, დეფიციტი მინიმუმ 1,5 მლნ ლარს შეადგენს.

ენგურჰესი - Sputnik საქართველო
ენგურჰესის კაშხალთან ტურისტულ ცენტრს მოაწყობენ

„დეფიციტი იქნება მარტშიც — ჩვენ მუშაობას დავიწყებთ, მაგრამ აფხაზეთის დასაკმაყოფილებლად წყალი არასაკმარისი იქნება და, ასე ვთქვათ, ჩვენ მეორე 1,5 მლნ ლარი დაგვერიცხება. ამიტომ ამის დასაფარად ზაფხულში უნდა გავყიდოთ ელექტროენერგია“, — აღნიშნა ხუბუამ.

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ იანვარში მინსკში კომპანია „ჩერნომორენერგოსთან“ (Черноморэнерго) „ენგურჰესზე“ დაგეგმილ სარემონტო სამუშაოებზე მოლაპარაკებები გამართა. ამასთან დაკავშირებით ვარაუდობდნენ, რომ „ენგურჰესი“ ელექტროენერგიის გამომუშავებას შეწყვეტდა სამი-ოთხი კვირით 2017 წელს და სამი-ოთხი თვით — 2018 წელს.

დაგეგმილი რემონტის თაობაზე ქართულმა მხარემ ჯერ კიდევ 2016 წლის სექტემბერში განაცხადა. გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოები ჰიდროელექტროსადგურზე ხუთ წელიწადში ერთხელ უნდა ტარდებოდეს, მაგრამ უკანასკნელად სამუშაოები 2006 წელს ჩატარდა და მაშინ ჰიდროელექტროსადგურმა ელექტროენერგიის გამომუშავება ორი თვით შეაჩერა.

„ენგურჰესი“ კავკასიაში ყველაზე მსხვილი ჰიდროელექტროსადგურია, ის 1970-იან წლებში აშენდა და ამ ტიპის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი თაღოვანი კაშხალია მსოფლიოში. ამ დროისათვის საწარმოს დადგმული სიმძლავრე 1300 მეგავატია, რაც ელექტროენერგიაზე საქართველოს მოთხოვნის ნახევარს აკმაყოფილებს. „ენგურჰესის“ კაშხალი ქართული ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს, მისი მართვის პულტი კი აფხაზურ მხარესაა.

ყველა ახალი ამბავი
0