„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ენერგოდერეფნის ტექნიკური დოკუმენტაცია უკვე მუშავდება

© photo: Sputnik / Ilya Pitalev / გადასვლა მედიაბანკშიალექსანდრ ნოვაკი
ალექსანდრ ნოვაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
შეთანხმებას პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შემუშავების თაობაზე 2016 წლის სექტემბერში ბათუმში მოეწერა ხელი.

თბილისი, 21 თებერვალი — Sputnik. რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანის ენერგოდერეფნის „ჩრდილოეთი-სამხრეთის“ ტექნიკურ-ეკონომიკური დოკუმენტაცია 2017 წლის მეორე ნახევარში იქნება მზად, განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას რუსეთის ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრ ნოვაკმა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

ბაქო - Sputnik საქართველო
IsDB-მ შესაძლოა პროექტ „ჩრდილოეთი-სამხრეთში“ მონაწილეობის საკითხი განიხილოს

„ახლა ირანის ენერგეტიკის მინისტრთან ორ ენერგოდერეფანზე ვმსჯელობთ. ერთი — ეს რუსეთი-საქართველო-სომხეთი-ირანია. იქ ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლები მუშავდება და ის მიმდინარე წლის მეორე ნახევარში იქნება მზად“, — აღნიშნა ნოვაკმა.

„ჩრდილოეთი-სამხრეთის“ პროექტზე მუშაობა, რომლის გამტარუნარიანობა 1,2 გვტ-ია, 2015 წლის დეკემბერში დაიწყო. შეთანხმებას პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური საფუძვლების შემუშავების თაობაზე 2016 წლის სექტემბერში ბათუმში მოეწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0