საქართველოდან ევროკავშირში მატყლის გატანა დაიწყეს

© photo: Sputnik / Евгения Новоженина / გადასვლა მედიაბანკშიცხვარი
ცხვარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევროკავშირმა ქვეყანაში არსებული ვეტერინარული კონტროლის სისტემა დადებითად შეაფასა და საქართველო იმ ქვეყნების ჩამონათვალში შეიყვანა, საიდანაც ცხოველური წარმოშობის პროდუქტების შეტანა ნებადართულია.

თბილისი, 12 იანვარი — Sputnik. საქართველოდან დიდ ბრიტანეთში ცხვრის მატყლის პირველი პარტია გაგზავნეს — ეს პირველი ცხოველური წარმოშობის ქართული პროდუქტია, რომელიც ევროპულ ბაზარზე მოხვდა, განაცხადა ქვეყნის მთავარმა ვეტერინარმა, სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის მოადგილემ მიხეილ სოხაძემ.

მიღწეული შეთანხმების ფარგლებში საქართველოდან დიდ ბრიტანეთში 22 ტონა დაუმუშავებელი მატყლი გაიგზავნა, აღნიშნა მან. 

ღვინო - Sputnik საქართველო
საქართველომ რუსეთში 27 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა

საქართველომ ევროკავშირის ქვეყნებში მატყლის გატანის ნებართვა მას შემდეგ მიიღო, რაც საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ რიგი ღონისძიებები ჩაატარა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოებისა და სტანდარტების უზრუნველყოფის მიზნით. შედეგად, ევროკავშირმა  დადებითად შეაფასა საქართველოს სახელმწიფო კონტროლის სისტემა და შეიყვანა იმ მესამე ქვეყნების ჩამონათვალში, საიდანაც ნებადართულია მატყლის ექსპორტი ევროკავშირის ტერიტორიაზე.

„მატყლის ევროკავშირის ბაზარზე გასატანად საჭიროა კომპანიებმა შესაბამისი მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ზედამხედველობას უწევს სურსათის ეროვნული სააგენტო და შესაბამის რეკომენდაციებსაც აძლევს“, — განაცხადა სოხაძემ.

გარდა მატყლისა, 2016 წლის დეკემბერში ევროკავშირმა დაასრულა ფორმალური პროცედურები ქართული თაფლის ევროპულ ბაზარზე ექსპორტთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0