ღვინო

საქართველომ რუსეთში 27 მილიონ ბოთლზე მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა

38
(განახლებულია 18:05 06.01.2017)
2016 წელს საქართველომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 113,8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 50 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გაგზავნა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. 2016 წელს რუსეთში ქართული ღვინის ექსპორტი 49%-ით გაიზარდა — იანვარ-დეკემბრის თვეში საქართველომ ამ ქვეყანაში 27,2 მილიონი ბოთლი ღვინო გაგზავნა.

2016 წელს საქართველომ მთლიანად 50 მილიონ ბოთლზე (0,75 ლ) მეტი ღვინის ექსპორტი განახორციელა, რაც 2015 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

2016 წელს საქართველომ მსოფლიოს 53 ქვეყანაში 113,8 მლნ აშშ დოლარის ოდენობის ღვინო გააგზავნა, რაც 16%-ით მეტია წინა წლის მონაცემთან შედარებით.

ექსპორტიორ ქვეყნებს შორის მეორე ადგილზეა უკრაინა, სადაც 2016 წელს 5,8 მილიონ ბოთლზე მეტი გაიგზავნა, რაც 70%-ით მეტია 2015 წლის მაჩვენებელზე.

ქართული ღვინის შემსყიდველი ქვეყნების პირველ სამეულს ჩინეთი ასრულებს, სადაც საქართველომ ექსპორტზე დაახლოებით 5,3 მილიონზე მეტი ბოთლი ღვინო გაუშვა. ჩინეთში ღვინის ექსპორტის ზრდამ 2015 წელთან შედარებით 98% შეადგინა.

ექსპორტირებულ ღვინის სახეობებს შორის ლიდერობს „ქინძმარაული“, შემდეგ მოდის „მუკუზანი“, მესამე ადგილზეა „წინანდალი“. „ახაშენმა“ მეოთხე ადგილი დაიკავა, ხუთეულის ბოლოს „ხვანჭკარა“ მოხვდა.

უწყების მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში მსოფლიოს 17 ქვეყანაში ექსპორტირებულია 10 367 886 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 43%-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 23,12 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი, რაც 24%-ით მეტია 2015 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.

2016 წელს მთლიანობაში ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა 194,3 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 32%-ით მეტია 2015 წლის მონაცემთან შედარებით.

38
თემები:
ქართულ-რუსული ურთიერთობები2018 (221)