ქართული 50-ლარიანი საერთაშორისო კონკურსში მონაწილეობს

გამოწერა
ახალი ქართული ბანკნოტებს დამცავი მექანიზმები აქვს დატანებული, რომლებიც მომხმარებლისთვის ადვილად შესამჩნევია. ასევე გაზრდილია ბანკნოტების ზომები.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ქართული 50-ლარიანი   ბანკნოტების საერთაშორისო ასოციაციის მიერ გამოცხადებულ 2016 წლის საუკეთესო კუპიურების კონკურსში მოხვდა.

კონკურსი ყოველწლიურად ტარდება, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ ის ბანკნოტები იღებენ, რომლებიც ბოლო წლებში გამოიცა. კუპიურის ნომინირება ასოციაციის ნებისმიერ წევრს, თავისი გადაწყვეტილების არგუმენტირებული დასაბუთების შემთხვევაში შეუძლია. ასოციაციის წევრებს წინადადების შეტანა 2017 წლის 31 იანვრამდე შეუძლიათ. 

© HTTPS://WWW.FACEBOOK.COM/NBG.GOV.GE/განახლებული 50-ლარიანის კუპიურა
განახლებული  50-ლარიანის კუპიურა  - Sputnik საქართველო
განახლებული 50-ლარიანის კუპიურა

ქართულ 50-ლარიანთან ერთად, კონკურსში ასევე წარდგენილია მალდივის კუნძულების 1 000 რუპიას კუპიურა,  შვეიცარული 50 ფრანკის კუპიურა, ავსტრალიური 5-დოლარიანი კუპიურა, ბრიტანული 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა, ახალი ზელანდიის 50-დოლარიანი კუპიურა დაშოტლანდიის 5 გირვანქა სტერლინგის კუპიურა. 

50 ლარის ნომინალის ბანკნოტი ბრუნვაში 2016 წლის 1 თებერვალს ჩაეშვა. მასზე თამარ მეფე ვარძიის სამონასტრო კომპლექსის ფონზეა გამოსახული. ბანკნოტის მეორე მხარეს კი XII საუკუნის ხელნაწერთა კრებულიდან ზოდიაქოს ნიშნის მშვილდოსნის მინიატურა და ხელნაწერი.

დიზაინის ავტორია ბაჩა მალაზონია, ესკიზზე ასევე მუშაობდნენ გერმანული, ინგლისური და ფრანგული კომპანიები. ქართულ ლარი საფრანგეთში იბეჭდება.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0