ფულის კუპიურები

საქართველოში თანხების გადმორიცხვა გაიზარდა

31
(განახლებულია 18:17 21.12.2016)
წლის დასაწყისიდან საქართველოში გადმორიცხული თანხების მოცულობა 0.9%-ით გაიზარდა.

თბილისი, 17 ოქტომბერი — Sputnik. ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ მიმდინარე წლის სექტემბერში 100,2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13,1%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მონაცემებს. საქართველოში გადმორიცხვების მოცულობით ლიდერობს რუსეთი. სექტემბერში ამ ქვეყნიდან 34,9 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში. 

მეორე ადგილზეა აშშ, საიდანაც საქართველოში გადმორიცხულია 12,2 მილიონი დოლარი. მას მოჰყვებიან საბერძნეთი (10,8 მილიონი დოლარი), იტალია (10 მილიონი დოლარი), თურქეთი (7,4 მილიონი დოლარი), ისრაელი (5,8 მილიონი დოლარი) და ა.შ.

სულ ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით განხორციელებული ფულადი გადმორიცხვების მოცულობამ მიმდინარე წლის ცხრა თვის განმავლობაში 810 მლნ დოლარი შეადგინა, რაც 0,9%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით.

31