ნავთობის ტრანსპორტირება

საქართველოში რუსული ნავთობპროდუქტების იმპორტი კვლავ იზრდება

57
(განახლებულია 16:21 09.01.2017)
რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 63,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობისა და ნავთობროდუქტების ექსპორტი განხორციელდა.

თბილისი, 27 სექტემბერი – Sputnik. ნავთობისა და ნავთობპროდუქტების რუსეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობა 2016 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 52%–ით გაიზარდა და 146,7 ათას ტონაზე მეტი შეადგინა, აღნიშნულია „საქსტატის“ განცხადებაში.

რუსეთიდან საქართველოში დაახლოებით 63,4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ნავთობი და ნავთობპროდუქტები შემოვიდა, რაც 2015 წლის რვა თვის მაჩვენებელზე 21,7 მლნ აშშ დოლარით მეტია.

სულ, 2016 წლის იანვარ–აგვისტოს პერიოდში რუსეთიდან საქართველოში იმპორტის მოცულობის 17%–ით ზრდა დაფიქსირდა. საერთო თანხამ გადააჭარბა 419,7 მლნ აშშ დოლარს – საქართველოს იმპორტის მოცულობის 6,9%.

რაც შეეხება ექსპორტს, ის 20,5%–ით გაიზარდა და დაახლოებით 118,2 მლნ აშშ დოლარი – საქართველოს ექსპორტის საერთო მოცულობის 9% შეადგინა.

57