საქართველო მსოფლიო ინტერნეტ-ქსელშია „გახლართული“

© photo: Sputnik / Vladimir Pesnya / გადასვლა მედიაბანკშინოუთბუქი
ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ ქვეყანაში ინტერნეტ-მომხმარებელთა სტატისტიკა გაასაჯაროვა, რომელშიც მობილური და Wi-Fi-ს მომხმარებელთა მაჩვენებლებიცაა მოყვანილი.

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ინტერნეტ-მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდება. თუ 2010 წელს ინტერნეტის „გაგება“  ძირითადად, დიდი ქალაქების მაცხოვრებლებს შეეძლოთ, 2016 წლის ზაფხულის პერიოდისთვის საერთაშორისო ქსელი მთელი ქვეყნის მოსახლეობის ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად იქცა.

2016 წლის აგვისტოს მონაცემებით, თბილისში ინტერნეტით 296 ათასზე მეტი ოჯახი სარგებლობს, რაც 2010 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს ორჯერ აღემატება. სტატისტიკა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციულ-ანალიტიკურ პორტალზეა გამოქვეყნებული.

თბილისის მსგავსად, ინტერნეტით აქტიურად სარგებლობენ რეგიონებშიც — იმერეთში, შიდა ქართლში და აჭარაში. საერთაშორისო ქსელზე წვდომა ამ რეგიონებში მოსახლეობის 40-50%-ს აქვს. 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 9%-დან 20%-მდე იყო.

კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში ინტერნეტით მოსახლეობის 23-25% სარგებლობს. 2010 წელს კი ეს მაჩვენებელი 2% იყო.

ნოუთბუქი - Sputnik საქართველო
Sputnik-ის მკითხველთა უმეტესობას ცხოვრება ინტერნეტის გარეშე ვერ წარმოუდგენია

ინტერნეტით ყველაზე ნაკლებად გურიისა და ქვემო ქართლის მოსახლეობა (18%-მდე) სარგებლობს. 2010 წელს კი თითქმის 2% ინტერესდებოდა ქსელით.

საქართველოში ყველაზე პოპულარულ ინტერნეტ-კავშირად ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტი ითვლება.

ქვეყანაში ასევე იზრდება Wi-Fi-ს პოპულარობა. თუ 2010 წლის აგვისტოში Wi-Fi 509 ოჯახს ჰქონდა, 2016 წელს ეს ციფრი დაახლოებით 80 ათასამდე გაიზარდა.

რაც შეეხება მობილურ ინტერნეტს, საქართველოში ამ მომსახურებით დაახლოებით 2,2 მლნ ადამიანი სარგებლობს.

მსოფლიო სტატისტიკა აჩვენებს, რომ საქართველო ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობით 105-ე ადგილზეა. აღნიშნული მონაცემები internetlivestats.com-ზეა გამოქვეყნებული.

სტატისტიკის თანახმად, ინტერნეტის მომხმარებელთა ყველაზე დიდი რაოდენობა ცხოვრობს ჩინეთში, ინდოეთში, აშ-ში, ბრაზილიასა და იაპონიაში. რუსეთს ჩამონათვალში მეექვსე ადგილი უკავია, ხოლო თურქეთს, აზერბაიჯანსა და სომხეთს — მე-14, 58-ე და 115-ე ადგილები.

ყველა ახალი ამბავი
0