ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი 7%-მდე დაწია

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliიუსტიციის სახლი
იუსტიციის სახლი - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულატორი ეტაპობრივად იწყებს მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შერბილებას – რეფინანსირების განაკვეთის დაწევის გარდა ეროვნული ბანკი ამცირებს მინიმალური რეზერვის მოთხოვნას ლარში მოზიდულ თანხებზე.

თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის გაადწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 7,5-დან 7%-მდე შემცირდება.

აღნიშნული გადაწყვეტილება ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 2016 წლის 15 ივნისს მიიღო. მანამდე, 2016 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით, რეფინანსირების განაკვეთი 8-დან 7,5%-მდე დაიწია.

„განაკვეთის შემცირების შესახებ გადაწყვეტილება მიღებულია მაკროეკონომიკური პროგნოზის გათვალისწინებით, რომლის მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ 2015 წლის განმავლობაში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება დადებითად აისახა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე“, – ნათქვამია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადებაში. 

ვალუტის გადამცვლელი პუნქტი - Sputnik საქართველო
ეროვნული ბანკი ვალუტას იძენს, მაგრამ ლარი კვლავ მყარდება

მიმდინარე პროგნოზის მიხედვით, წლიური ინფლაცია შემდგომ კვარტლებში შემცირდება და დროებით მიმდინარე წლის მიზნობრივ მაჩვენებელზე (5%) დაბლა შენარჩუნდება. ინფლაცია 4%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს 2017 წლის პირველ ნახევარში დაუახლოვდება.

ბოლო პერიოდში ეკონომიკურ ზრდაზე პოზიტიური გავლენა ჰქონდა ინვესტიციების გააქტიურებასა და საგარეო მოთხოვნის ნაწილობრივ გაუმჯობესებას. 

შედეგად, სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მიზანშეწონილად მიიჩნევს, გააგრძელოს მკაცრი მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივად გამოსვლის პროცესი, რაც რეფინანსირების განაკვეთის ნეიტრალურ დონემდე ეტაპობრივად შემცირებას გულისხმობს, რომელიც საშუალოვადიან პერიოდში 5–6%-ის ფარგლებში მერყეობს. 

მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2016 წლის 27 ივლისს გაიმართება.

ყველა ახალი ამბავი
0