პრემიერი: საქართველოში ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ჩამოვიდა

© Flickr / Richardტურისტები სვანეთის მთებში
ტურისტები სვანეთის მთებში - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოში დარწმუნებული არიან, რომ როგორც უცხოეთში, ისე ქვეყნის შიგნით უწყების საქმიანობის წყალობით ვიზიტორთა რაოდენობა კიდევ გაიზრდება.

თბილისი, 7 ივნისი — Sputnik. 2016 წლის პირველ ხუთ თვეში საქართველოს მოგზაურთა და ტურისტთა რეკორდული რაოდენობა ეწვია, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.

„საქართველოში მიმდინარე წლის 5 თვეში საერთაშორისო მოგზაურთა და ტურისტების რაოდენობის რეკორდული ზრდა აღინიშნა — 2016 წლის მაისის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების რაოდენობა 14,9%-ით არის გაზრდილი, ხოლო ტურისტების — ვინც საქართველოში 24 საათს და მეტხანს რჩება — 24,3%-ით, რაც ძალიან პოზიტიური მაჩვენებელია“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

ტურისტები - Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტებისა და ვიზიტორების ახალი რეკორდი დაფიქსირდა

მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველოში არა მარტო მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოდიან, მნიშვნელოვანი ზრდა აღინიშნება ევროკავშირის ქვეყნებიდანაც, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და დადებითი მაჩვენებელია.

„ტურიზმიდან შემოსავალმა, 2015 წლის ჯამური მონაცემებით, 1.94 მილიარდი დოლარი შეადგინა, ზრდა იყო 8.3%, რაც 149 მილიონი დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ასევე იზრდება ტურიზმის წილი მთლიან შიდა პროდუქტში, 2015 წელს ეს სფერო 16,2%-ით გაიზარდა და მშპ-ის თითქმის 6.8% შეადგინა, მაგრამ პოტენციალი კიდევ უფრო მეტია", — განაცხადა კვირიკაშვილმა.

ბათუმი - Sputnik საქართველო
ბათუმი რუსი ტურისტების ფავორიტი ქალაქების სიაშია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, ბოლო ხუთ თვეში ქვეყანას 2 119 275 ადამიანი ესტუმრა. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 782 814 შეადგინა. ქვეყანაში შემომსვლელ ვიზიტორთა რაოდენობით მეზობელი ქვეყნები ლიდერობენ. პირველ ადგილზე აზერბაიჯანია – 570 825 ვიზიტორი, შემდეგ თურქეთია – 524 071 ადამიანი, სომხეთი – 445 343 ადამიანი, რუსეთი – 303 678 ადამიანი. მეხუთე ადგილზეა უკრაინა  – 53 166 ვიზიტორი.

ყველა ახალი ამბავი
0