თბილისი, ახალი საკინცერიო დარბაზი

საქართველოს მოქალაქეები სოფლის მეურნეობას ეკონომიკის ზრდის გარანტად მიიჩნევენ

19
(განახლებულია 19:48 05.06.2016)
„კავკასიის მკვლევართა რესურსების ცენტრის“ გამოკითხვის თანახმად, 2016 წელს რესპოდენტთა 65% თავს უმუშევრად მიიჩნევს, შარშან ეს რიცხვი 70%-ს შეადგენდა.

თბილისი, 5 ივნისი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა (51%) თვლის, რომ ყველაზე მნიშნელოვანი ფაქტორი საქართველოს განვითარებისათვის სოფლის მეურნეობაა. საერთაშორისო ორგანიზაცია Transparency International-ის დაკვეთით, 15-28 მარტს,  „კავკასიის მკვლევართარესურსების ცენტრმა“  საქართველოს მასშტაბით ჩაატარა გამოკითხვა რომელიც დასაქმებას ეხებოდა და რომელშიც მონაწილეობას იღებდა 2ათას 32 ადამიანი.

საწარმოებს, ქარხნებსა და ფაბრიკებს ეკონომიკური ზრდის გარანტად თვლის გამოკითხულთა 23%. მოსახლეობის 9% თვლის, რომ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო — ტურიზმია.

სოფლის მეურნეობის სფეროში დასაქმება მოსახლეობის 17%-ს სურს, 11%-ს ფაბრიკებსა და ქარხნებში, ხოლო 9%-ს ტურიზმის სფეროში. 

2016 წლის მონაცემებით, გამოკითხულთა 35 % თავის თავს დასაქმებულად მიიჩნევს, ხოლო 65% ამტკიცებს, რომ უმუშევარია, 2015 წელს დასაქმებულად თავს მიიჩნევდა 30%, ხოლო უმუშევრად 70%.

 

დასაქმებულთაგან 31% — დაქირავებული მუშაკია ორგანიზაციაში, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. 

საქართველოს  სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ცნობით, 2013 წელს საქართველოში უმუშევრობის დონე 14,6%-ს სეადგენდა, ხოლო 2015 წელს — 12%-ს. 

საქართველოში ოჯახთა 75%-ის შემოსავალი 800 ლარს არ აღემატება. 


19
ქართული ღვინო

პოპულარული ღვინოები რუსეთში ლიდერთა შორისაა ქართული ღვინო

9
(განახლებულია 11:24 10.08.2020)
საქართველო ლიდერია იმ ქვეყნებს შორის, რომელიც რუსეთს სუფრის ღვინოებს აწვდის. ამ სახეობის ქართულ ღვინოებზე ბაზრის 24% მოდის

თბილისი, 10 აგვისტო - Sputnik. საქართველო იმ ლიდერ ქვეყნებს შორისაა, რომლებიც რუსეთის მოქალაქეებში ღვინის მიწოდების მხრივ ყველაზე პოპულარულია, აღნიშნულია „როსკაჩესტვოს“ (Роскачество, რუსეთის ხარისხის მონიტორინგის სისტემა) კვლევის შედეგებში.

კერძოდ, საქართველო იტალიისა და ესპანეთის შემდეგ მესამე ადგილზეა რუსეთის მოქალაქეებისთვის ყველაზე პოპულარულ ღვინის მიმწოდებელ ქვეყნებს შორის. მან გაუსწრო საფრანგეთს, ჩილესა და გერმანიას.

საქართველო ლიდერია სუფრის ღვინოების მიმწოდებელ ქვეყნებს შორის – მასზე ამ სახეობის ღვინოების ბაზრის 24% მოდის.

რუსეთში შეტანილი ღვინის ღირებულების კუთხით ლიდერობს საფრანგეთი (4 დოლარზე მეტი 1 ლიტრ ღვინოში), მეორე ადგილზეა საქართველო (3,19). ყველაზე იაფად ღვინო რუსეთში მოლდოვას შეაქვს (1,7).

რაც შეეხება გეოგრაფიული ინდიკატორებით დაცულ ღვინოებს, ხუთეულში პირველ ადგილზეა ესპანეთი, მეორე და მესამე ადგილებზე – საქართველო („ქინძმარაულის“ მარკის ღვინოები), მეოთხეზე – იტალია და მეხუთეზე – კვლავ ესპანეთი.

„ქართული ღვინის მაღალი რეპუტაციისთვის": ღვინის ხარისხს ახალი პარამეტრებით შეამოწმებენ>>

საქართველოს ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, საქართვეკლოდან 2019 წელს მსოფლიოს 53 ქვეყანაში 94 მილიონამდე ბოთლი (0,75 ლიტრი) ღვინო გაიტანეს, რაც 20918 წელთან შედარებით 9%–ით მეტია. ყველაზე მეტი ღვინო – 58,4 მლნ ბოთლი გაიტანეს რუსეთში.

9
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 10 აგვისტოს

91
(განახლებულია 09:30 10.08.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 10 აგვისტო — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3, 0758 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0021 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 10 აგვისტოს
ლარის კურსი 10 აგვისტოს
91
თემები:
ლარის კურსი დღეს