ვალუტის გაცვლა

ლარის კურსი

31
(განახლებულია 20:51 03.05.2016)
წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,0071 ლარით გაიზარდა.

თბილისი, 3 მაისი  - Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 4 მაისისათვის დოლარის მიმართ ლარის გაცვლითი კურსი 2.2238 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ლარის კურსი დოლარის მიმართ 0,0071 ლარით გაიზარდა.

ეროვნული ბანკის მიერ 4 მაისისთვის ძირითად უცხოურ ვალუტებზე დადგენილი გაცვლის ოფიციალური კურსები:

ევრო 1 – 2,5756 GEL

ინგლისური ფუნტი სტერლინგი 1 – 3,2632  GEL

აშშ დოლარი 1 – 2,2238 GEL

თურქული ლირა 1 – 0,7881 GEL

რუსული რუბლი 100 – 3,3608 GEL

აზერბაიჯანული მანათი 1 – 1,4775 GEL

სომხური დრამი 1 000 – 4,6426 GEL

უკრაინული გრივნა 10 – 0,8885 GEL

 

31
ვალუტის გაცვლის პუნქტი

ლარის კურსი 19 სექტემბერს

99
(განახლებულია 09:13 19.09.2020)
წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

თბილისი, 19 სექტემბერი  — Sputnik. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის კურსი აშშ დოლარის მიმართ 3,2140 GEL/$1 ნიშნულზე დაადგინა.

წინა ნიშნულთან შედარებით ქართული ეროვნული ვალუტის კურსი აშშ დოლარის მიმართ 0,0254 ლარით გაუფასურდა.

ლარის კურსი 19 სექტემბერს
ლარის კურსი 19 სექტემბერს
99
თემები:
ლარის კურსი დღეს
აშშ დოლარი და ქართული ლარი

ფულადი გადარიცხვები: რამდენი ფული შემოვიდა აგვისტოში საქართველოში

102
(განახლებულია 21:24 18.09.2020)
თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო

თბილისი, 18 სექტემბერი ― Sputnik. საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით ფულადი გზავნილები 2020 წლის აგვისტოში 25,8%-ით გაიზარდა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის საიტზე

საანგარიშო პერიოდში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 184.2 მლნ აშშ დოლარი (566.2 მლნ ლარი) შეადგინა, რაც 25.8%-ით (37.8 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2019 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 95.1% იმ 19 უმსხვილეს პარტნიორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. იმავე 19 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.4% მოდიოდა.

ყველაზე მეტი თანხა ელექტრონული სისტემებით გადმოირიცხა რუსეთიდან ― 35 მლნ დოლარი, რაც ფულადი გადარიცხვების მთლიანი მოცულობის 19%-ს შეადგენს.

ლიდერი ქვეყნების ექვსეულში შედიან: იტალია, საბერძნეთი, აშშ, ისრაელი და უკრაინა.

თურქეთს, რომელიც ბევრი წლის განმავლობაში უცვლელად შედიოდა საქართველოში ფულადი გადარიცხვების მხრივ ლიდერთა ექვსეულში, აგვისტოში უკრაინამ გადაუსწრო, საიდანაც საანგარიშო პერიოდში საქართველოს კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემებით დაახლოებით 11 მლნ დოლარი ― საერთო მოცულობის 6% გადმოირიცხა.

 


102
თემები:
საქართველოს ეკონომიკა
ნახევარმთვარე

მთვარის კალენდარი: 20 სექტემბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 11:33 18.09.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

20 სექტემბერი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე მორიელის ნიშანშია.

მორიელის დღე ძალზე ემოციურია, ადვილად ვლინდება გაღიზიანება, აგრესია, მოუთმენლობა, დეპრესიისადმი მიდრეკილება. ამ დროს, სჯობს, შეზღუდოთ კონტაქტები როგორც ხელმძღვანელობასთან, ისე საქმიან პარტნიორებთან.

მთვარე მორიელში ხელს უწყობს აზრების კონცენტრაციას და ამასთან ზრდის კრიტიკულობას. ეს საუკეთესო პერიოდია ყველაზე სარისკო და სერიოზული გადაწყვეტილებების მისაღებად.

ამ დღეს არ ღირს ახალი საქმეების დაწყება, ახალი ვალდებულებების აღება საკუთარ თავზე, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმეების გაკეთება.

რაც შეეხება ურთიერთობებს, ესაა ვნებებისა და არშიყის დრო. მთვარე მორიელში ხელს უწყობს მგზნებარე რომანების დაწყებას, ასევე, ის ურთიერთობებს მყარს საძირკველს უყრის.

როგორ მოქმედებს მთვარის ფაზები ადამიანის ენერგეტიკაზე>>

მთვარე მორიელში თავის დაღს ასვამს ყველაფერს, მათ შორის ამ დროს დაწყებულ ურთიერთობებს. ეჭვიანობა, დაუსაბუთებელი წყენა თუ ბობოქარი აღტაცება – ეს და ბევრ სხვა რამ ახასიათებს ამ პერიოდს, თან ჭარბად.

რეკომენდებულია დაწყებული საქმეების გაგრძელება, ფინანსური საქმეების ანალიზი და სუსტი ადგილების გამოსწორება, ახალი ინფორმაციის მოპოვება და ანალიზი, ბიზნესის რაციონალიზაცია, წარმოების გაზრდა, სავაჭრო ოპერაციები, განსაკუთრებით დღის პირველ ნახევარში.

არარეკომენდებულია პროვოკაციებზე აყოლა, ჩხუბსა და კონფლიქტებში ჩართვა, ახალი საქმეების დაწყება.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: მორიელის დღეს კარგია თმის შეღებვა, მაგრამ არა მკვეთრად განსხვავებულ ფერში. შეჭრისთვის ნეიტრალური დღეა. თმის შეჭრა უფრო უპრიანი იქნება სუსტი თმისთვის, რადგან ის გაძლიერდება და მტკიცე გახდება.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: შეიძლება სამკურნალო მცენარეების შეგროვება და გამოშრობა, პიკირება, გაზონების შეჭრა, ოთახისა და ივნის მცენარეების მორწყვა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა, ნაყოფიანი ხეებისა და ბუჩქების შეწამვლა, მოსავლის აღება.

არასასურველია ბოსტნეულისთვის სასუქის მიცემა, ხეების მოჭრა.

0