ჩაის მწარმოებელი ჩინური კომპანია სამეგრელოში ჩაის განვითარებისთვის ინვესტიციას ჩადებს

© photo: Sputnik / Екатерина Чеснокова / გადასვლა მედიაბანკშიჩაის პლანტაციები ჩინეთში
ჩაის პლანტაციები ჩინეთში - Sputnik საქართველო
გამოწერა
კომპანიის პრეზიდენტის ვან ტიან ჩიუანის განცხადებით, რეგიონში ჩაის თანამედროვე ქარხნის მშენებლობა იგეგმება. „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ არსებული ჩაის პლანტაცციების აღდგენას და ასევე ახალი ჯიშების შემოტანას აპირებს.

თბილისი, 6 აპრილი — Sputnik. ჩაის მწარმოებელი უმსხვილესი ჩინური კომპანიია „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ინვესტიციების ჩადებას სამეგრელოსა და აჭარაში გეგმვს, რომლის მიზანია   სამეგრელოში ჩაის კულტურის აღდგენა კერძოდ  წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს, ხობის, სენაკის და მარტვილის მუნიციპალიტეტბში. კომპანიის წარმომადგენლები სამეგრელოში რეგიონის მხარის გუბერნატორ ლევან შონიასთან  ერთად ჩაის პლანტაციებს ათვალიერებენ და მის პოტენციალს სწავლობენ.

კომპანიის პრეზიდენტის ვან ტიან ჩიუანის განცხადებით, რეგიონში ჩაის თანამედროვე ქარხნის მშენებლობა იგეგმება. „იუნანის დანხუნ ჯგუფი“ არსებული ჩაის პლანტაცციების აღდგენას და ასევე ახალი ჯიშების შემოტანას აპირებს. 

ჩაის პლანტაციები - Sputnik საქართველო
სამეგრელოს რეგიონში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია იწყება

„ადგილი, სადაც ახლა ვიმყოფებით ჩაის აღორძინება დაიწყება ჩვენ ამ ადგილას ვაპირებთ საუკეთესო ჩაის მოყვანას, სადაც ჩამოვლენ სხვადასხვა ქვეყნებიდან და გაეცნობიან ჩვენს საუკეთესო ჩაის სახეობებს, ეს ჩვენი და ქართველების საერთო იდეა და ოცნებაა. მე პირადად კმაყოფილი ვარ დღევანდელი დათვალიერებით, აქ ყველა რესურსია, რომ საუკეთსო ჩაი მოვიყვანოთ, ჩვენ ამ რეგიონში დავნერგავთ ყველა იმ  ტექნოლგიას რაც გვაქვს, ასევე ვაპირებთ ჩაის ახალი, ჯიშების ჩამოტანას“ — განაცხადა „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ვან ტიანჩიუანმა. 

 „ეს არის რეგიონის ახალი შესაძლებლობა, კომპანია ჩაის გაშენებას 1200 ჰექტარამდე გეგმავს, პროექტის განხორცილეების შემდეგ საერთო ჯამში 9 ათასამდე ადგილობრივი დასაქმდება. მათ მოსწონთ ჩვენი რეგიონი და ის შესაძლებლობები, რაც ჩვენ გვქვს ჩაის კულტურის აღორძინებისთვის. ეს ჯგუფი წარმოადგენს მსოფლიოში ცნობილ კომპანიას, რომელიც 92 სახეობის ჩაის აწარმოებს“ — აღნიშნა ჟურნალისტებთნ საუბრისას  გუბერნატორმა ლევან შონიამ

ჩინელების ჯგუფი უკვე შეხვდა ვიცე პრემიერს დიმიტრი ქუმსიშვილს და სოფლის მეურნეობის მინისტრს ოთარ დანელიას.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ჩაის წარმოების ხელშეწყობა ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

ჩინეთი - Sputnik საქართველო
დასავლეთ საქართველოში ჩაის შესაფუთი საწარმო გაიხსნა

 ,,ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია და ახალი, მაღალპროდუქტიული ჯიშების შემოტანა, მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს დარგის განვითარებას. აღნიშნულ კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი წინადადებები და სახელმწიფო მაქსიმალურად შეუწყობს ხელს, რომ პროექტი წარმატებით განხორციელდეს. პროექტი მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, განსაკუთრებით კი, სამეგრელოსა და აჭარის რეგიონების მოსახლეობისთვის, მათი დასაქმებისა და შემოსავლების ზრდისთვის “, — აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ჩინური კომპანიის „იუნანის დანხუნ ჯგუფის“ პრეზიდენტმა ჩინეთსა და საქართველოში ჩაის კულტურის ისტორიას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ჩინეთის შემდეგ, საქართველო ჩაის მეორე სამშობლოდ ითვლება. 

სოფო კაკაჩია

 


ყველა ახალი ამბავი
0