საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვის მოცულობა 2%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Stanislav Savinსატვირთო ავტომანქანები
სატვირთო ავტომანქანები - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისიდან ექსპორტმა 281 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე, ხოლო იმპორტმა 1,13 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.

თბილისი, 15 მარტი — Sputnik. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ მიმდინარე წლის იანვარ–თებერვალში 1,41 მლრდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა (არაორგანიზებული ვაჭრობის გამოკლებით), რაც 2%-ით ნაკკებია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. ასეთია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ წინასწარი მონაცემები.

სატვირთო ავტომანქანა - Sputnik საქართველო
საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ბრუნვის მოცულობა იზრდება

2016 წლის პირველ ორ თვეში ექსპორტმა 281 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 31%-ით ნაკლებია 2015 წლის იანვარ-თებერვლის მაჩვენებელზე. საქართველოს ექსპორტის სტრუქტურაში ამ პერიოდში ძირითადი ადგილი უკავია ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ ან ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილს და სხვა.

იანვარ-თებერვლის თვეში იმპორტმა 1,13 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 1%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი უჭირავს ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზსა და აირად ნახშირწყალბადებს, ხორბალს, ელექტროტრანსფორმატორებს და სამკურნალო საშუალებებს.

საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 852 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 60%–ია.

ყველა ახალი ამბავი
0