აშშ-ში ანაკლიის პორტის პროექტი წლის სტატეგიულ პროექტად დასახელდა

© FB / Anakliaანაკლია
ანაკლია - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის კომერციის დეპარტამენტმა ანაკლიის პორტის მშენებლობას მხარდაჭერა გამოუცხადა. მშენებლობას კონსორციუმი განახორციელებს, რომლის შემადგენლობაშიც შედიან ქართული კომპანია TBC Holding-ი და ამერიკული Conti International-ი.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი ვაშინგტონის ინფრასტრუქტურული პროექტების მსოფლიო ფორუმზე სტრატეგიულ პროექტად დასახელდა — დაჯილდოების ცერემონიას აშშ-ში ვიზიტად მყოფი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ესწრებოდა, იუწყება საქართველოს ეკონომიკის სამინისტრო.  

ანაკლია - Sputnik საქართველო
ქართულ-ამერიკული კონსორციუმი ანაკლიაში პორტს ააშენებს

პორტის მშენებლობა 2016 წლის ზაფხულში დაიწყება, რომლის საბოლოო გამტარუნარიანობა 100 მილიონი ტონა იქნება. მშენებლობა რამდენიმე ეტაპად წარიმართება.  პორტის განვითარების პირველ ეტაპზე გამტარიანობის გაორმაგებაა დაგეგმილი, ხოლო სამი ეტაპის რეალიზაციის შემდეგ გათვალისწინებულია 20 მლნ ტონა ტვირთის გამტარიანობა.

"დიდი სიხარული მოგვიტანა ანაკლიის პროექტის გამარჯვებამ. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს არის სტრატეგიული პროექტი, რომელმაც უნდა შეცვალოს ურთიერთკავშირი აზიას, ჩინეთსა და ევროპას შორის. ამით გაჩნდება ის მნიშვნელოვანი კარი, რომელიც უნდა მოემსახუროს ტვირთნაკადს“ – განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტის მხრიდან ანაკლიის პორტის მხარდაჭერის ფაქტს.

„ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მხარდაჭერა, საბოლოო ჯამში, ფინანსურ ინსტრუმენტებში გადაიზრდება და ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოიზიდავს დაფინანსებას, რომელიც მნიშვნელოვანია პროექტისთვის“ – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა. 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობას  JSC Anaklia Development Consortium განახორციელებს, რომელიც სამთავრობო კომისიამ კონკურსის წესით შეარჩია.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი აერთიანებს საქართველოში დაფუძნებულ „TBC ჰოლდინგს" და ამერიკულ საინვესტიციო ჰოლდინგს „Conti International"-ს, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ და სამშენებლო პროექტებს.

 

 

ყველა ახალი ამბავი
0