ყველაზე მეტი ინვესტიცია 2015 წელს ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში ჩაიდო

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს საქართველოს უმსხვილესი ინვესტორი აზერბაიჯანია, რომელმაც ქვეყნის ეკონომიკაში 542 მლნ აშშ დოლარი ჩადო, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 40%-ს შეადგენს.

თბილისი, 11 მარტი — Sputnik. საქართველოში ყველაზე მეტი ინვესტიცია — 594 მლნ აშშ დოლარი — 2015 წელს ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სფეროში ჩაიდო, რაც 2014 წელთან შედარებით 37%-ით მეტია. ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაზე 2015 წელს ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 44% მოდის, აღნიშნულია „საქსტატის“ მასალებში.

„საქსტატის“ წინასწარი მონაცემებით, 2015 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 1,35 მილიარდ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, რაც 2014 წლის წინასწარ შედეგებზე 6%-ით მეტი და იმავე პერიოდის დაზუსტებულ მონაცემებზე 23%-ით ნაკლებია.

გიორგი მარგველაშვილი - Sputnik საქართველო
პრეზიდენტი: საქართველომ პირდაპირი ინვესიციებისთვის კონკურენცია უნდა გაწიოს

2015 წელს პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა საფინანსო სექტორში 191 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის მონაცემებს 66%-ით აღემატება. საფინანსო სექტორზე გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 14% მოდის.

მშენებლობაზე გასულ წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 9% მოდის — 129 მლნ აშშ დოლარი, რაც 59%-ით ნაკლებია, ვიდრე 2014 წელს.

2015 წელს ენერგეტიკის სფეროში პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა 90 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წელთან შედარებით 53%-ით ნაკლებია. ენერგეტიკაზე 2015 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 7% მოდის.

2015 წელს საქართველოს ეკონომიკაში ჩადებული ინვესტიციების მოცულობით პირველ ადგილზე აზერბაიჯანია – 542 მლნ აშშ დოლარი, რაც პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობის 40%-ს შეადგენს. მეორე ადგილზეა გაერთიანებული სამეფო — 192 მლნ აშშ დოლარი (15%), ხოლო მესამეზე — ნიდერლანდები — 111 მლნ აშშ დოლარი (8%).

რუსეთმა საქართველოში 2015 წელს 49 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ჩადო, რაც ინვესტიციების საერთო მოცულობის 4%-ზე ნაკლებს შეადგენს.

დაზუსტებული მონაცემებით, 2014 წელს საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით 1,76 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა.

ყველა ახალი ამბავი
0