ექსპერტი: Frontera-ს ყველა შეცდომაში შეჰყავს

© RIA Novosti . / Тарас Литвиненкоგაზსადენი
გაზსადენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის თქმით, „ფრონტერას“, საუბრობს რა გაზის უზარმაზარ მარაგზე საქართველოში, განზრახ შეჰყავს შეცდომაში როგორც ქვეყნის მთავრობა, ისე საკუთარი აქციონერები კაპიტალის მოხვეჭის მიზნით.

თბილისი, 5 თებერვალი — Sputnik. საქართველოს მთავრობამ უნდა აღკვეთოს „ფრონტერა რესურსის“ მსგავსი კომპანიების მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ფაქტები, რომლებიც მოტყუებით იხვეჭენ კაპიტალს, — განუცხადა Sputnik-ს ეროვნული ბანკის ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ. 

იანვრის შუა რიცხვებში კომპანია „ფრონტერა რესურსმა“ საკუთარ ვებგვერდზე განათავსა ინფორმაცია, რომ მიმდინარე სამუშაოებისას კახეთში 5,3 ტრილიონი კუბური მეტრი გაზი აღმოაჩინეს. ამის შემდეგ მედიაში აქტიურად დაიწყო განხილვები საქართველოში გაზის კოლოსალური მარაგის არსებობის თაობაზე. 

ტრანსნავთობი - Sputnik საქართველო
ხელისუფლებისთვის ბუნებრივი აირის „კოლოსალური“ მარაგის შესახებ ცნობილი არ არის
 

„მთვარეზეც არის ბუნებრივი რესურსები და მარსზეც. განა შეიძლებაითქვას, რომ მისი მოპოვება დედამიწაზე გამოსაყენებლად შესაძლებელია? რა თქმა უნდა, არა. აჭარის მიმდებარე ზღვაშიც „აღმოაჩინა“ გაზი ასლან აბაშიძემ, მაგრამ დღევანდელი ტექნოლოგიებისა და დანახარჯების გათვალისწინებით, იგი ისეთივე მიუწვდომელი რესურსია, როგორც მთვარეზე არსებული სიმდიდრე. ნავთობიც ყველგან არსებობდა, მაგრამ იგი გამოუსადეგარი იყო, სანამ ფიქალური შრეებიდან მისი მოპოვება არ გახდა შესაძლებელი", — განაცხადა გოცირიძემ.

„ფრონტერას“ მიზანი, რომელმაც საქართველოში ქუვეითზე მეტი გაზი „აღმოაჩინა“, საქართველოს ხელმძღვანელობის ტყუილში ჩათრევა და იმის იძულებაა, რომ მან იმედისმომცემი გზავნილები გაავრცელოს, ამის შემდეგ კი ფულის დაგროვების ახალი ეტაპი დაიწყოს“, — მიაჩნია ექსპერტს. 

მისი თქმით, ამგვარმა მეთოდმა ერთხელ უკვე გაამართლა — 15 წლის წინ, როდესაც ედუარდ შევარდნაძე „ფრონტერას“ წარმომადგენლებმა ტარიბანის საბადოზე წაიყვანეს და ვითომ იქ აღმოჩენილი ნავთობი „გაასინჯეს“.

„ამ ფოტომ მთელი მსოფლიო მოიარა და ბევრი აიძულა, შემდგომ სამუშაოებში ფული ჩაედო. სად არის ნავთობი? სად არის გაზი? არსად. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს კომენტარებში ჯერ არ არსებობს ისეთი გამონათქვამები, რომლებიც შეიძლება აქციონერების მოსატყუებლად გაავრცელონ. თუმცა ზოგიერთი ტელეკომპანიის აღფრთოვანებულ სიუჟეტებს, ალბათ, სადღაც იყენებენ“, — განაცხადა რომან გოცირიძემ. 

„თუკი საქართველოში მართლაც სადღაც რაღაც ჰიპოთეტური გაზის რესურსია (რაც არ დასტურდება სერიოზული კვლევებით), ეს არ იძლევა იმის უფლებას, რომ „ფრონტერამ“ აბითუროს საქართველოს მთავრობა, აქციონერები და საზოგადოება. მთავრობამ ნათლად უნდა გამოხატოს თავისი პოზიცია და ან აიძულოს ლიცენზიის მფლობელი კომპანია დაიწყოს მოპოვება, ან გადასცეს სხვას, ან შეაწყვეტინოს სიცრუის გავრცელება, რაც ვნებს ქვეყნის იმიჯს და აკარგვინებს მრავალ მილიონს არაინფორმირებულ უცხოელ ინვესტორებს“, — ამბობს ეროვნული ბანკის ექსპრეზიდენტი. 

ნავთობისა და გაზის სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი ტატიშვილმა მანამდე განაცხადა, რომ „ფრონტერას“ სახელმწიფოსთვის არ უცნობებია გაზის აღმოჩენის შესახებ, როგორც ეს საერთაშორისო კანონმდებლობითა და „ფრონტერასა“ და საქართველოს სახელმწიფოს შორის გაფორმებული ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. 

„ფრონტერა რესურსის“ მიერ საქართველოსთვის წარმოდგენილი გეგმით, არ არის გათვალისწინებული იმ სამუშაოების შესრულება, რომლებიც მსგავსი რესურსების მარაგში გადასაყვანადაა აუცილებელი. სააგენტო კომპანიისგან ამ ნაბიჯებს ელოდება, — განაცხადა ტატიშვილმა. 

საქართველოში „ფრონტერას“ გაზის დადასტურებული რესურსების მოცულობის რაოდენობა 1 მლრდ 925 მლნ კუბურ მეტრ გაზს შეადგენს, — თქვეს საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში. 


ყველა ახალი ამბავი
0