საბაჟო- გამშვები პუნქტი კარწახი

საქართველო და თურქეთი საბაჟო პროცედურებს ამარტივებენ

29
(განახლებულია 09:56 28.01.2016)
პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ რეჟიმში TIR ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა დაიწყება.

თბილისი, 28 იანვარი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის მინისტრთან, ბიულენთ თუფენქჯისთან ერთად, ხელი მოაწერა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და თურქეთის საბაჟო საკითხთა და ვაჭრობის სამინისტროს შორის TIR ინფორმაციის ელექტრონულ რეჟიმში გაცვლის — eTIR პილოტური პროექტის შესახებ ოქმს, — იტყობინება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს პრესსამსახური. 

დოკუმენტის მიზანია, გაზარდოს ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითხებში და მიმართულია ხელი შეუწყოს TIR წიგნაკით მოძრავი ტვირთების საბაჟო პროცედურების გამარტივებას მხარეებს შორის წინასწარ გაცვლილი ინფორმაციის რისკების ანალიზის მეშვეობით. 

აღნიშნული პროექტი სამწლიანია და მიზნად ისახავს, საბაჟო ადმინისტრაციებს შორის საზღვრის ლეგიტიმური გადაკვეთის საკითებში გაზარდოს TIR ინფორმაციის ელექტრონული გაცვლა. 

პროექტის ფარგლებში, მიმდინარე წლის მარტიდან, თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო სამსახურთან ელექტრონულ რეჟიმში TIR ოპერაციებთან დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლა დაიწყება.

თურქეთი საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორია. საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ თურქეთთან 2015 წლის 11 თვეში დაახლოებით 1,4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 22,3%–ით ნაკლებია. თურქეთთან ბრუნვამ საქართველოს მთლიანი საგარეო სავაჭრო ბრუნვის 15,5% შეადგინა.


29
თემაზე
საქართველო-თურქეთის საზღვარზე ახალი საბაჟო გამშვები პუნქტი გაიხსნა