ქადაგიძე ირწმუნება, რომ ლარის კურსი უახლოეს პერიოდში სტაბილური გახდება

© https://www.facebook.com/nbg.gov.geგიორგი ქადაგიძე
გიორგი ქადაგიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის კურსის ვარდნა უმეტესად იმ ნეგატიურ მოლოდინებს უკავშირდება, რაც ბაზრის მონაწილეებს მეზობელ ქვეყნებში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე შეექმნათ.

თბილისი, 26 იანვარი — Sputnik. უახლოეს პერიოდში ეროვნული ვალუტის — ლარის კურსი სტაბილური გახდება და ის სავალუტო დერეფანს დაახლოებით 2,4 GEL/$1-ის ფარგლებში დაუბრუნდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებისთვის მზადაა, განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა გიორგი ქადაგიძემ სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 26 იანვრისთვის ლარის გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებით 2,4923 GEL/$1 ოდენობით დაადგინა, რაც ლარის კურსისთვის ისტორიული მინიმუმია. წლის დასაწყისიდან ლარის კურსი აშშ დოლართან მიმართებით 4%-ით შემცირდა. 

ვალუტის გადაცვლა, არქივის ფოტო - Sputnik საქართველო
ლარის ახალი “რეკორდი“ - სადამდე?!

 „2015 წლის განგანსხვავებით, დღეს ლარის გაუფასურებაზე არ ახდენს გავლენას საგადამხდელო ბალანსი. უფრო მარტივად რომ ვთქვათ, კურსის 2,4 კორიდორში იმპორტი უკვე იმ დოზით არის შემცირებული, რომ ქვეყანაში შემომავალი და გამავალი ნაკადები არის დაბალანსებული. მეორე ფაქტორი, ასევე გახლავთ ფულის მასა. 

ჩვენ ფულის მასა მაქსიმალურად შევზღუდეთ, შესაბამისად, არც მონეტარული აგრეგატები ლარის კურსზე გაუფასურების მიმართულებით არ ახდენს გავლენას. სწორედ ამიტომ ჩვენ ვახორციელებთ წერტილოვან ინტერვენციებს. ჩვენ გვაქვს სრული საფუძველი, რომ ვივარაუდოთ — უახლოეს პერიოდში მოხდება ლარის კურსის სტაბილიზაცია და ლარი დაუბრუნდება აღნიშნულ კორიდორს", — განაცხადა გიორგი ქადაგიძემ.

ლარის ბოლოდროინდელი გაუფასურება დაკავშირებულია იმ უარყოფით მოლოდინებთან, რომელიც ბაზრის მონაწილეებს გაუჩნდათ რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 

ეროვნული ვალუტა - Sputnik საქართველო
ექსპერტი: ლარის კურსის ვარდნა ქვეყნიდან კაპიტალის გადინებამ გამოიწვია
 

 „იმ შემთხვევაში, თუ გაგრძელდა ზეწოლა ლარის გაუფასურებაზე, არ გამოვრიცხავ მონეტარული პოლიტიკის შემდგომ გამკაცრებას, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი თანხმობა მთავრობასთან, საჭიროების შემთხვევაში მოხდება ფისკალური კონსოლიდაციაც“, — განაცხადაქადაგიძემ.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება უვნებელი რეცეპტი არ არის და ბევრი უარყოფითი მხარე აქვს, მათ შორის ბრუნვების, კერძო სექტორში აქტივობისა და ეკონომიკური ზრდის შემცირება, აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 

 „არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ მოსახლეობის შემოსავლების რეალური ზრდა პირდაპირ დაკავშირებულია ინვესტიციების, ექსპორტისა და ტურიზმის შემოსავლების ზრდასთან. სწორედ ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით გაიმართოს ძალიან საფუძვლიანი მსჯელობა. ვფიქრობთ, რომ პარლამენტის ტრიბუნა ამისთვის ძალიან სწორი და ადეკვატური ადგილია", — განაცხადა ქადაგიძემ. 

მან იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ეროვნული ბანკის ანგარიშის მოსმენა საქართველოს პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პირველივე პლენარულ კვირაში გაიმართება.

2015 წლის სექტემბრის ბოლოდან ლარის კურსი 2,4499 GEL/$1-მდე დაეცა. ეროვნული ბანკი, ქადაგიძის განცხადებით, ლარის კურსის სტაბილიზაციის მიზნით, უფრო აგრესიული პოლიტიკის გატარებას შეუდგა. გასულ წელს ეროვნულმა ბანკმა ოთხ სავალუტო აუქციონზე თითქმის 87 მლნ აშშ დოლარი გაყიდა, რამაც ლარის კურსის 2,39 GEL/$1-მდე გაზრდას შეუწყო ხელი. 2016 წელს ეროვნულმა ბანკმა ორი აუქციონი გამართა და 40 მლნ აშშ დოლარი გაყიდა.


ყველა ახალი ამბავი
0