2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვა 13%-ით შემცირდა

© photo: Sputnik / Ruslan Krivobok / გადასვლა მედიაბანკშისაბაჟო-სასაზღვრო პუნქტი
საბაჟო-სასაზღვრო პუნქტი - Sputnik საქართველო
გამოწერა
2015 წელს ექსპორტმა 2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით ნაკლებია 2014 წლის მონაცემთან შედარებით, ხოლო იმპორტმა 7,72 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია, 2014 წლის მონაცემთან შედარებით.

თბილისი, 15 იანვარი — Sputnik. 2015 წელს საქართველოს საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 9,93 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 13%-ით ნაკლებია 2014 წლის მაჩვენებელზე, ინფორმაციას ამის შესახებ „საქსტატი“ ავრცელებს.

12 თვის მონაცემებით, ექსპორტმა 2,2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 23%-ით ნაკლებია 2014 წლის მონაცემთან შედარებით.

საქართველოს ექსპორტში ძირითადი ადგილი ფეროშენადნობებს, მსუბუქ ავტომობილებს, შავი ლითონის ჯართს, დამუშავებულ და ნახევრად დამუშავებულ ოქროს, თხილსა და კაკალს უკავია. 

ამ პერიოდში იმპორტმა 7,72 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 10%-ით ნაკლებია, 2014 წლის მონაცემთან შესარებით. იმპორტის სტრუქტურაში ძირითადი ადგილი ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, მსუბუქ ავტომობილებს, ასევე ნავთობგაზებს, აირად ნახშირწყალბადებს და სამკურნალო პრეპარატებს უკავია.

უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 5,52 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც საერთო სავაჭრო ბრუნვის 56%-ს შეადგენს.


ყველა ახალი ამბავი
0