სიგარეტი ძვირდება

პარლამენტი თამბაქოზე და ალკოჰოლზე აქციზის გაძვირებაზე იმსჯელებს

39
(განახლებულია 08:36 21.11.2015)
„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი რომელიც 2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე  აქციზის განაკვეთის მატებამ შესაძლოა ბაზარზე დაბალხარისხიანი პროდუქციის შემოტანა წაახალისოს, მიჩნია „ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტს პაატა შეშელიძეს. 

 "გადასახადები როგორც წესი ტვირთად  მწარმოებელს აწვება, რომელიც ცდილობს ის მომხმარებელზე გადაიტანოს. აქციზის გაძვირების შემთხვევაში რა თქმა უნდა კომპანიები ფასების გაზრდას შეეცდებიან. თუმცა რამდენად იქნება მომხმარებელი მზად იგივე რაოდენობის ალკოჰოლი და თამბაქო ახალი გაზრდილი ფასით შეიძინოს, ჯერ კიდევ საკითხავია.“–აღნიშნა პაატა შეშელიძემ 

„ახალი ეკონომიკური სკოლის“ პრეზიდენტის აზრით, გამორიცხული არც ისაა, რომ გაზრდილმა გადასახადმა  შეისაძლოა ხელი კონტრაბანდის ზრდასაც შეუწყოს.

 „ყოველთვის იქნება დახლს მიღმა გარკვეული  ალტერნატივების პოვნის მცდელობა,  რომელიც შეიძლება იყოს ნაკლებ ხარისხიანი, უფრო ნაკლებად დაცული და შესაბამისად საგადასახადო თვალსაზრისით ნაკლებად ლეგალური“– თვლის ექსპერტი  

„საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი რომელიც  2016 წლის 1 იანვრიდან თამბაქოს პროდუქციასა და ალკოჰოლურ სასმელებზე  აქციზის განაკვეთის მატებას ითვალისწინებს, საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს.   

 ფინანსთა სამინისტროს ცნობით,  კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.

 „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია: ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) —  0,20 ლარის ოდენობით;უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) — 0,05 ლარის ოდენობით;სიგარებზე ერთ ღერზე  და სიგარალებზე 20 ღერზე — 0.4 ლარით;ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე —  5 ლარით.ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5 დან 10 პროცენტამდე.ასევე 2016 წლის 1 იანვრიდან  ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთის 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა, ყურძნის ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა,ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება —  10 ლარამდე.

 


39