თამარ კიკნაძე: “რუსეთის ბაზარი ნებისმიერი ქვეყნისთვის მიმზიდველია“

© photo: Sputnik / Евгений Биятов / გადასვლა მედიაბანკშიღვინის გაყიდვები მოსკოვში
ღვინის გაყიდვები მოსკოვში - Sputnik საქართველო
გამოწერა
"რუსეთმა ალტერნატიული ბაზრები მონახა და იქით გადაინაცვლა.აქედან გამომდინარე მაინცდამაინც არ ეჩქარებათ მათ ამ სანქციების გაუქმება“– მიაჩნია პოლიტოლოგს.

თბილისი, 20 ნოემბერი — Sputnik. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებული სანქციები საქართველოსთვის რუსეთის ბაზარზე მეტი პროდუქციის გასაღების შესაძლებლობაა, – მიაჩნია პოლიტოლოგ თამარ კიკნაძეს. 

 „საქართველოს შეუძლია რუსეთის ბაზარზე ღვინო, ციტრუსი,  მინერალური წყალი და სხვა პროდუქცია შეიტანოს და გაყიდოს“– აღნიშნა თამარ კიკნაძემ.

 პოლიტოლოგის თქმით, რუსეთის ბაზარი ნებისმიერი ქვეყნისთვის  ზოგადად ძალიან მიმზიდველი და სასურველია.. ამიტომ სანქციებმა დასავლეთი რუსეთზე ნაკლებად არ დააზარალა.

 „რუსეთი თვითკმარი სახელმწიფოა. დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულმა სანქციებმა დადებითი როლი ითამაშა რუსეთის ეკონომიკურ გამოჯანსაღებაზე. კერძოდ, მათ დაიწყეს ადგილობრივი დარგების განვითარება, რომლებზეც მანამდე არ ფიქრობდნენ. გარდა ამისა, რუსეთმა ალტერნატიული ბაზრები მონახა და იქით გადაინაცვლა. აქედან გამომდინარე მაინცდამაინც არ ეჩქარებათ მათ ამ სანქციების გაუქმება“– მიაჩნია პოლიტოლოგს.

 რუსეთი დასავლეთს სანქციების გაუქმებას არ სთხოვს და არც მომავალში მოსთხოვს, მათ შორის არც კიევის ვალის რესტრუქტურიზაციის კონტექსტში, — განაცხადა რუსეთის მთავრობის მეთაურმა დმიტრი მედვედევმა.

 „რას გააკეთებენ, არ ვიცი. ჩვენ მათ არაფერს ვთხოვთ და ბუნებრივია, არც მომავალში მოვთხოვთ. ამას არანაირი აზრი არა აქვს. მოლაპარაკებები უკრაინასთან მოსკოვის წინაშე ვალის რესტრუქტურიზაციის შესახებ იმიტომ მიმდინარეობს, რომ უკრაინა რუსეთის ახლობელი სახელმწიფოა, იქ რუსებისთვის ახლობელი ხალხი ცხოვრობს“, — აღნიშნა მედვედევმა. 

 

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0