დანელია: აქციზის შემცირება ხელს შეუწყობს სპირტიანი სასმელების წარმოებას

გამოწერა
2016 წლიდან აქციზის გადასახადი ხილისა და ყურძნის ნედლეულზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე 35%-ით მცირდება. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

თბილისი, 4 ნოემბერი — Sputnik.  ხილისა და ყურძნის ნედლეულზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე აქციზის გადასახადის შემცირება, ხელს შეუწყობს ადგილობრივი ნედლეულის რეალიზაციას და სპირტიანი სასმელების წარმოებას, განაცხადა სოფლის მეურნელობის მინისტრმა ოთარ დანელიამ. 

 2016 წლიდან აქციზის გადასახადი ხილისა და ყურძნის ნედლეულზე დამზადებულ სპირტიან სასმელებზე 35%-ით მცირდება. ეკონომიკური საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 იანვრიდან 1 ლიტრ სასმელზე, ნაცვლად 9,2 ლარისა, აქციზის გადასახადი 6 ლარი გახდება.

Продажа вина в Москве - Sputnik საქართველო
საქართველოში ზოგიერთ სპირტიან სასმელზე აქციზი 35%-ით შემცირდება

 „საქართველოს ყველა რეგიონში დიდი რაოდენობით არის ხილისა და ყურძნის ნარჩენები, რომელთაგან შესაძლებელია უმაღლესი ხარისხის სპირტიანი სასმელების დამზადება. შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში, რომელსაც სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2013 წლიდან ახორციელებს, დაფინანსდა ხილის გადამამუშავებელი 10-მდე საწარმო. აღნიშნული საწარმოები გეგმავენ სპირტიანი სასმელების დამზადებას ხილისა და ყურძნისაგან მომავალი სეზონიდან“, — განაცხადა დანელიამ. 


ყველა ახალი ამბავი
0