ბათუმი, ორბი ბიჩ თაუერის მშენებლობა

უძრავი ქონების ბაზარი სექტემბერში 9.1 %–ით გაიზარდა

4064
(განახლებულია 22:06 22.10.2015)
პირველადი დარეგისტრირების ტრანზაქციების რაოდენობამ 2015 წლის სექტემბერში 9 286 ერთეული შეადგინა, ხოლო მეორადი დარეგისტრირების ტრანზაქციებმა — 39 793 ერთეული.

თბილისი, 22 ოქტომბერი — Sputnik. უძრავი ქონების ბაზარზე დარეგისტრირებული ტრანზაქციების რაოდენობამ 2015 წლის სექტემბერში მთელი ქვეყნის მასშტაბით 49 079 ერთეული შეადგინა, რაც 9,1%–ით მეტია 2014 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, და 21,4%–ით მეტია ამა წლის აგვისტოსთან შედარებით, — იუწყება საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო. 

საანგარიშო პერიოდში მეორადი უძრავი ქონების ბაზარი 2014 წლის სექტემბერთან შედარებით  6,4%–ით გაიზარდა, 

ხოლო პირველადი უძრავი ქონებისა —22,3%–ით. 

2015 წლის აგვისტოსთან შედარებით, მეორადი უძრავი ქონების ბაზარი 20,7%–ით გაიზარდა, ხოლო პირველადი უძრავი ქონებისა — 24,5%–ით.

პირველადი დარეგისტრირების ტრანზაქციების რაოდენობამ 2015 წლის სექტემბერში 9 286 ერთეული შეადგინა, ხოლო მეორადი დარეგისტრირების ტრანზაქციებმა — 39 793 ერთეული. 

საანგარიშო პერიოდში მეორადი დარეგისტრირების ტრანზაქციების წილმა 81,1% შეადგინა, ხოლო პირველადი დარეგისტრირების ტრანზაქციების წილმა — 18,9%.


4064