მთავრობა ელექტროენერგიის ტარიფის სუბსიდირების პირობას დებს

© facebook.com/GaribashviliOfficialირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ღარიბაშვილმა მთავრობას შეახსენა, რომ ტარიფის გაზრდის თემა ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ წამოიწია, მაგრამ მარეგულირებელ კომისიასთან აქტიური მუშაობის შედეგად სამომხმარებლო ტარიფის 3,54 თეთრით შემცირება მოხერხდა.

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. იმ შემთხვევაში, თუ ელექტროენერგიაზე ტარიფი გაიზრდება, მთავრობა სოციალურად დაუცველ ოჯახებს სუბსიდიებს გამოუყოფს, განაცხადა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ხუთშაბათს, 23 ივლისს. 

სამომხმარებლო ტარიფის კორექტირების საკითხი საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის(GNERC)  დღევანდელ სხდომაზე განიხილება. პრემიერმა ღარიბაშვილმა მთავრობის წევრებს სუბსიდირების შეთანხმებული სქემის დღის ბოლომდე წარმოდგენა დაავალა. 

„თუ ტარიფი დაკორექტირდება და აიწევს, მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა მოსახლეობას ტვირთი შეუმსუბუქოს, აუცილებლად იქნება სუბსიდირება სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის, მათთვის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენი დახმარება“, — განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.

ღარიბაშვილმა მთავრობას შეახსენა, რომ ტარიფის გაზრდის თემა ჯერ კიდევ ორიოდე წლის წინ წამოიწია, მაგრამ მარეგულირებელ კომისიასთან აქტიური მუშაობის შედეგად სამომხმარებლო ტარიფის 3,54 თეთრით შემცირება მოხერხდა. 

მოქმედი სამომხმარებლო ტარიფი: 

2013 წელს საქართველოს მთავრობამ და ელექტროგამანაწილებელმა კომპანიებმა ხელი მოაწერეს მემორანდუმს 2013 წლის 1 აპრილიდან 2016 წლის 31 დეკემბრამდე ელექტროენერგიაზე ტარიფების დაწევის თაობაზე.  

დღეისათვის „თელასის“ აბონენტთა ტარიფი ასე გამოიყურება: 

• 101 კვტსთ–ს მოხმარების შემთხვევაში — 9,94 თეთრი;

• 101–დან 301 კვტსთ–მდე — 12,46 თეთრი;

• 301 კვტსთ–ს ზემოთ — 17,70 თეთრი. 

 „ენერგო–პრო ჯორჯიას“ მომხმარებელთა ტარიფები: 

• 101 კვტსთ–ს მოხმარების შემთხვევაში — 9,44 თეთრი;

• 101–დან  301 კვტსთ–მდე — 12,98 თეთრი;

• 301 კვტსთ–ს ზემოთ — 17,5 თეთრი. 

 


ყველა ახალი ამბავი
0