სამი ენერგოკომპანიისთვის ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ტარიფი გაიზრდება

© photo: Sputnik / Виталий Аньков / გადასვლა მედიაბანკშიჰესი
ჰესი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ელექტროენერგიის წარმოებაზე ზღვრული ტარიფი შპს „მტკვარი ენერგეტიკისთვის“ 50,4%–ით გაიზარდა, „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ – 39,3%–ით და „ჯიფაუერისთვის“ თითქმის 2%–ით.

თბილისი, 23 ივლისი – Sputnik. თბოსადგურების მიერ გამომუშავებული ელექტროენერგიის ტარიფი სამი ენერგოკომპანიისთვის გაიზრდება. შესაბამისი გადაწყვეტილება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნულმა კომისიამ (GNERC) ოთხშბათს მიიღო. 

მიმდინარე წლის აპრილში კომპანიებმა „საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანია“, „მტკვარი ენერგეტიკა“ და „ჯიფაუერი“ კომისიაში ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ტარიფების გადახედვის თაობაზე განაცხადი შეიტანეს, რაც ლარის კურსის ვარდნას უკავშირდება.

საანგარიშო პერიოდში ვალუტის გაცვლითი კურსის მატებამ (USD/GEL) საშუალოდ 25% შეადგინა. საერთო ჯამში „საერთაშორისო ენერგეტიკული კომპანიის“ დანაკარგი 11, 4 მლნ ლარზე მეტია, „მტკვარი ენერგეტიკის“ – დაახლოებით 17 მლნ ლარი, ხოლო „ჯიფაუერის“ – 215,5 ათასი ლარი, რამაც დღის  წესრიგში დააყენა ტარიფის კორექტირების აუცლებლობის საკითხი.

კომისიის გადაწყვეტილებით, ელექტროენერგიის წარმოებაზე ზღვრული ტარიფი შპს „მტკვარი ენერგეტიკისთვის“ 50,4%–ით გაიზარდა და 10, 871თეთრ/კვსთ–ს შეადგენს, შპს „საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული კორპორაციისთვის“ — 39,3%–ით მოიმატა და 10,194  თეთრ/კვსთ–ს, ხოლო შპს „ჯიფაუერს“ თითქმის 2%–ით გაეზარდა და 7,534 თეთრ/კვსთ შეადგინა.

„ელექტროენერგიის გამომუშავებაზე ტარიფის ზრდა საერთო სამომხმარებლო ტარიფის მხოლოდ შემადგენელი ნაწილია და მისი მომატება არ ნიშნავს მომხმარებლისთვის ტარიფის გაძვირებას“, – აღნიშნავენ კომისიაში.

 

 

 

 

ყველა ახალი ამბავი
0