თელასი, ენერგეტიკა

"თელასმა" ახალდაბაში დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა

2
(განახლებულია 21:29 23.06.2015)
კომპანიამ განახორციელა გადამცემი ხაზის ათი თხუთმეტმეტრიანი საყრდენი ბოძის მონტაჟის, დამიწების კონტურების მოწყობის, ტრავერსების, იზოლატორების და საყრდენებზე საჰაერო ხაზის მონტაჟის, ქვესადგურის ლამისა და ქვიშისგან გაწმენდის სამუშაოები.

თბილისი, 23 ივნისი — Sputnik. კომპანია "თელასმა" სოფელ ახალდაბაში სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენითი სამუშაოები დაასრულა და ხაზი 23 ივნისს ჩაირთო. ამის შესახემ ენერგოგამანაწილებელი კომპანია იტყობინება. 

 მეწყერმა, რომელიც 13 ივნისს გვიან საღამოს ჩამოწვა, იმ ელექტროგადამცემი ხაზის კილომეტრნახევრიანი მონაკვეთი დააზიანა, რომელიც ახალდაბის ელექტრომომარაგებას უზრუნველყოფს. 

 კომპანიამ განახორციელა გადამცემი ხაზის ათი თხუთმეტმეტრიანი საყრდენი ბოძის მონტაჟის, დამიწების კონტურების მოწყობის, ტრავერსების, იზოლატორების და საყრდენებზე საჰაერო ხაზის მონტაჟის, ქვესადგურის ლამისა და ქვიშისგან გაწმენდის სამუშაოები.

 სტიქიით დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის აღდგენამდე სოფლის 134 აბონენტის ელექტრომომარაგებას კომპანია დიზელ-გენერატორის მეშვეობით ახორციელებდა, რომელიც საწვავთან ერთად „თელასმა“ სტიქიური უბედურების ზონაში ჩაიტანა.


2