საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 37,4 მლნ აშშ დოლარით დაეცა

© photo: Sputnikთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
წლის დასაწყისში ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 305, 7 მლნ აშშ დოლარით დაეცა.

თბილისი, 11 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 2015 წლის 31 მაისის მონაცემებით 2 393, 5 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც 37, 4 მლნ აშშ დოლარით ნაკლებია მიმდინარე წლის აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაში.

უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 2 193, 2 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის ფასიან ქაღალდებში განთავსებულია 1 525,9 მლნ აშშ დოლარი და უცხოეთის ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ)  ანგარიშებზე – 667,3 მლნ აშშ დოლარი.  SDR–ში (Special Drawing Rights, SDR, SDRs — ხელოვნული სარეზერვო და გადახდის საშუალება, რომლის ემიტაციასაც ახდენს სსფ) განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობა შეადგენს 200,2 მლნ დოლარს, ხოლო სარეზერვო პოზიცია სსფ–ში 13,9 ათას აშშ დოლარს უტოლდება.

წლის დასაწყისიდან საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 305,7 მლნ აშშ დოლარით დაეცა.
ყველა ახალი ამბავი
0