საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები $2,4 მილიარდია

გამოწერა
წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 268.3 მილიონი დოლარით შემცირდა.

თბილისი, 25 მაისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა 2015 წლის 30 აპრილს, წინასწარი მონაცემებით, 2 340.9 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 22.0 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია 2015 წლის 31 მარტის მაჩვენებელზე. 

უცხოურ ვალუტაში კონვერტირებული საერთაშორისო რეზერვები 2 228 მილიონ აშშ დოლარს შეადგენს, მათ შორის, ფასიან ქაღალდებში განთავსებულია 1 475.6 მილიონი აშშ დოლარი, უცხოეთის ბანკებისა და საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ანგარიშებზე – 752.4 მილიონი აშშ დოლარი.  SDR–ში  (Special Drawing Rights, SDR, SDRs — ხელოვნული სარეზერვო და გადახდის საშუალება, რომლის ემიტაციასაც ახდენს სსფ) განთავსებული ფულადი სახსრების მოცულობა შეადგენს 202.8 მილიონ აშშ დოლარს, ხოლო სარეზერვო პოზიცია სსფ–ში 14.1 ათას აშშ დოლარს უტოლდება.

წლის დასაწყისიდან ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვები 268.3 მილიონი აშშ დოლარითაა შემცირებული. 


ყველა ახალი ამბავი
0