Standard & Poor's–მა დაამტკიცა საქართველოს მთავრობის სუვერენული რეიტინგები

გამოწერა
მას შემდეგ, რაც საქართველოს რეიტინგები უკანასკნელად გადაიხედა, ქვეყანა გაძლიერებული საგარეო წნეხისა და გაუარესებული შიდაპოლიტიკური სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. ასეთია სააგენტოს მოსაზრება.

თბილისი,18 მაისი – Sputnik. საკრედიტო  რეიტინგების სამსახურმა  Standard & Poor's საქართველოს მთავრობის მოკლე და გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგები „ВВ-/В“ დონეზე დაამტკიცა უცხოურ და ეროვნულ ვალუტებში ვალდებულებების მიხედვით.  რეიტინგების ცვლის პროგნოზი კვლავ „სტაბილურია“, ნათქვამია Standard & Poor's–ის პრეს–რელიზში. 

გასული ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკა საშუალოდ 6%–ით იზრდებოდა წელიწადში, რაც ეკონომიკური განვითარების მდგრადობის მაჩვენებელია. მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ერთ–ერთ ძირითად ეკონომიკურ პარტნიორთან – რუსეთთან კონფლიქტი  ჰქონდა 2008 წელს. 

სააგენტოს აზრით, ქართულ ეკონომიკას გრძელვადიანი ზრდის კარგი პერსპექტივები აქვს. ეკონომიკაში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება კვლავინდებურად მნიშვნელოვანი იქნება, რაც სასიკეთო გავლენას ახდენს სუვერენული რეიტინგების დონეზე. 

დაბალი სახელმწიფო ვალი და საზოგადოებრივი სექტორის ფინანსებზე კონტროლი ასევე არის პოზიტიური სარეიტინგო ფაქტორი. 

მას შემდეგ, რა საქართველოს რეიტინგები უკანასკნელად გადაიხედა, ქვეყანა გაძლიერებული საგარეო წნეხისა და გაუარესებული შიდაპოლიტიკურ სიტუაციის წინაშე აღმოჩნდა. ასეთია სააგენტოს მოსაზრება. 

ამ ფაქტორებმა გააღრმავა არსებული საგარეო ეკონომიკური პრობლემები და გაზარდა სავალო ტვირთები. Standard & Poor's ელოდება, რომ  ეროვნული ვალუტის – ლარის აშშ დოლართან მიმართებაში მნიშვნელოვანი დევალვაცია გააუარესებს საბანკო სექტორის აქტივების ხარისხს (რამდენადაც საბანკო სისტემის აქტივების 60% დენომინირებულია უცხოურ ვალუტაში, ხოლო მსესხებლების დიდი ნაწილი ხელფასებს ეროვნულ ვალუტაში იღებს) და დასცემს კრედიტირების ზრდის ტემპებს. შედეგად სააგენტომ მნიშვნელოვნად დასწია ვარაუდები 2015–2016 წლებში ეკონომიკური ზრდის მიმართ   – დაახლოებით 2.3%–ით ყოველწლიურად. 

საქართველოს მთავრობისთვის ერთ–ერთი ყველაზე არსებითი ნეგატიური ფაქტორი – ეს მისი შიდაეკონომიკური პოზიციაა, რაც დასტურდება ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციების გამუდმებით მაღალი დეფიციტითა  (საშუალოდ მშპ–ის 12% 2008–2014 წლებში) და მნიშვნელოვანი საგარეო ვალით: „ვიწრო“ სუფთა საგარეო ვალი საშუალოდ ანგარიშზე მიმდინარე ოპერაციების შემოსავლების 70%–ზე მეტს შეადგენდა იმავე პერიოდში. 

საქართველო გარე ზეწოლის წინაშე აღმოჩნდა უკრაინაში ომის დაწყებისას, ხოლო შემდეგ ნავთობზე ფასების მკვეთრი დაცემისას. შედეგად, რუსეთში ეკონომიკურმა ვარდნამ დაბლა დასწია რეგიონული მოხმარების დონე დსთ–ის ქვეყნებში (საქართველოს ექსპორტის ძირითადი ბაზარი, რომელზეც საშუალოდ მთლიანი ექსპორტის 45% მოდიოდა 2008–2014 წლებში). მიუხედავად იმისა, რომ სააგენტოს შეფასებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების შემოდინება გაგრძელდება, მზარდი საგარეო ეკონომიკური დისბალანსები როგორც ჩანს საგარეო სესხების გაზრდის აუცილებლობამდე მიგვიყვანს, რამაც თავის მხრივ, შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის წმინდა საგარეო ვალის გაზრდა. ამასთან დაკავშირებით, Standard & Poor's ელის, რომ  2015 წელს საქართველოს მშპ–ის დეფიციტი მიმდინარე ოპერაციების ანგარიშის მიხედვით  12%–ით, ან სულაც მეტით, გაიზრდება, თუ იმპორტის შემცირების ტემპები 2015 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირებულ 4%–ს არ გადააჭარბებს. 

პროგნოზი „სტაბილური“ ასახავს იმ მოლოდინებს, რომ საქართველოს საგარეოეკონომიკურ მაჩვენებლებზე მიმდინარე ზეწოლა შესუსტდება, და რომ ამ ქვეყნის შედარებით ძლიერი ფისკალური პოზიცია და ზრდის კარგი გრძელვადიანი პერსპექტივები საშუალებას მისცემს საქართველოს ხელმძღვანელობას, გაუმკლავდნენ ეკონომიკური ზრდის შენელებას. 

Standard & Poor's–ს შეუძლია დასწიოს საქართველოს მაჩვენებელი, თუკი საგარეო ფინანსირებაზე მოთხოვნები მნიშვნელოვნად გადააჭარბებს მიმდინარე მოლოდინებს (რაც საგარეო ვალების გაზრდამდე მიგვიყვანს), განსაკუთრებით, თუ ამასთან ერთად დაიწევს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მიღების პერსპექტივები. სააგენტოს ასევე შეუძლია დაწიოს რეიტინგი, თუკი პოლიტიკური არასტაბილურობა ქვეყნის შიგნით მნიშვნელოვნად დასწევს სახელმწიფო პოლიტიკის თანმიმდევრულობას და შეზღუდავს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს ან თუკი რეგიონში ეკონომიკური ვარდნა გაგრძელდება.    

Standard & Poor's–ს შეუძლია ასწიოს რეიტინგები, თუკი საგარეოეკონომიკური ზეწოლა შესუსტდება, რაც ექსპორტის აღდგენის წინაპირობად იქცევა და  ეკონომიკის ზრდის მნიშვნელოვნად  მაღალ ტემპებამდე მიგვიყვანს. ამავდროულად ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივების გაუმჯობესება (მათ შორის, პირდაპირი უცხოური ინვესტიციებისა) ფისკალური დისციპლინისა და პოლიტიკური კურსის თანმიმდევრულობის დაცვასთან ერთობლიობაში, ასევე შეუწყობს ხელს რეიტინგის აწევას. 


ყველა ახალი ამბავი
0