თბილისი,19 მაისი — Sputnik. 2015 წლის აპრილის თვეში 2015 წლის მარტთან შედარებით სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2,3%-ით გაიზარდა, განაცხადეს საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სამსახურში.
მოცემულ პერიოდში გადამამუშავებელ მრეწველობაში ფასების საერთო დონე 2,7%-ით გაიზარდა, ხოლო სამთო-მომპოვებელ მრეწველობაში ფასების ინდექსმა 2,3%-ით მოიმატა. ამავე პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება-გადანაწილების სფეროში მწარმოებელთა ფასების ინდექსი 0,7%-ით დაიწია.
2015 წლის აპრილის პერიოდში სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 2014 წლის აპრილთან შედარებით 8,7%-ით გაიზარდა. მოცემულ პერიოდში ელექტროენერგიის, გაზის და წყლის წარმოება-გადანაწილების სფეროში მწარმოებელთა ფასების საერთო დონემ 4,1%-ით დაიწია. ამავე დროში გადამამუშავებელი მრეწველობის მწარმოებელთა ფასების ინდექსი 11,1%-ით გაიზარდა, ხოლო სამთო-მომპოვებელი მრეწველობის მწარმოებელთა ფასების ინდექსი — 4,9%-ით.