იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოში ფულადმა გადმორიცხვებმა 23,3%-ით იკლო

© photo: Sputnikვალუტის კურსი
ვალუტის კურსი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აპრილში საქართველოში 91,1 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2014 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 29,4 მილიონი დოლარით ნაკლებია.

თბილისი,19 მაისი — Sputnik. 2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საზღვარგარეთიდან ქართულ კომერციულ ბანკებში ელექტრონული სისტემების საშუალებით 340,5 მილიონი დოლარი გადმოირიცხა. როგორც Black Sea Press-ის კორესპონდენტს საქართველოს ეროვნულ ბანკში განუცხადეს, ეს მაჩვენებელი 2014 წლის იანვარ-აპრილის პერიოდის მაჩვენებელზე 103,6 მილიონი დოლარით ანუ 23,3%-ით ნაკლებია.

აპრილში საქართველოში 91,1 მილიონი დოლარი შემოვიდა, რაც 2014 წლის აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 29,4 მილიონი დოლარით და 2014 წლის მარტის მაჩვენებელთან შედარებით 0,9 მილიონი დოლარით ნაკლებია.

2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში რუსეთიდან საქართველოში 125,4 მილიონი დოლარი გადმოირიცხა, რაც გადარიცხვების სისტემით მიღებული საერთო მოცულობის  36,8%-ს შეადგენს. აშშ-იდან საქართველოში გადმოირიცხა 30,3 მილიონი დოლარი (8,9%), საბერძნეთიდან — 53,5 მილიონი დოლარი (15,7%), იტალიიდან — 34,6 მილიონი დოლარი (10,2%).

2015 წლის იანვარ-აპრილის პერიოდში საქართველოდან უცხოეთის ქვეყნებში 56,7 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც 2014 წლის იანვარ-აპრილის მაჩვენებელთან შედარებით 4,7 მილიონი დოლარით მეტია.


ყველა ახალი ამბავი
0