მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქვევრის ღვინის მწარმოებლებმა ლონდონში საერთაშორისო გამოფენაში მიიღეს მონაწილეობა

© photo: Sputnikქართული ღვინოები
ქართული ღვინოები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველო საერთაშორისო გამოფენაში „RAW” 2012 წლიდან მონაწილეობს, რაც პოტენციური ინვესტორების მოზიდვისა და ქვევრის ღვინოების ფართომასშტაბიანი წარმოების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

თბილისი, 19 მაისი — Sputnik. ქართული ქვევრის ღვინის მწარმოებელი მცირე მარნები 17-18 მაისს ლონდონში მიმდინარე ბუნებრივი ღვინოების საერთაშორისო გამოფენაში „RAW” (The Artisan Wine Fair London) იღებდნენ მონაწილეობას. გამოფენის ორგანიზატორია ცნობილი ღვინის ექსპერტი იზაბელ ლეგერონი.

 ორდღიანმა გამოფენამ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან 150-მდე ბუნებრივი და ბიოდინამიური ღვინოების მწარმოებელ კომპანიას უმასპინძლა.

 ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან გამოფენაში შემდეგი ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ: „ნიკა ბახია“, „გოცას ღვინო“, „პეტრიაანთ მარანი“, „ჯაყელის ღვინო“, „თელედა“, „ნაოტრები“, „თემი“, „ტყუპების მარანი“, „საწნახელი“. სულ გამოფენაზე წარმოდგენილი იყო 28 სახეობის წითელი, ვარდისფერი და თეთრი ღვინოები.

 საქართველო აღნიშნულ გამოფენაში  2012 წლიდან მონაწილეობს, რაც პოტენციური ინვესტორების მოზიდვისა და ქვევრის ღვინოების ფართომასშტაბიანი წარმოების უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

 რამოდენიმე წლის წინ იზაბელ ლეგერონი საქართველოში იმყოფებოდა და ტელეარხ Travel Channel —ისათვის გადაიღო დოკუმენტური ფილმი "That Crazy French Woman in Georgia".

ყველა ახალი ამბავი
0