доллары валюта курс

კვირიკაშვილი: რეფინანსირების განაკვეთის ნახევარპროცენტიანი ცვლილება არ იყო საკმარისი

18
(განახლებულია 17:06 15.05.2015)
ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საპროცენტო განაკვეთის წლის ბოლომდე 5.5% -მდე ეტაპობრივ ზრდას.

თბილისი, 14 მაისი — Sputnik. რეფინანსირების განაკვეთის ნახევარპროცენტიანი ცვლილება არ იყო საკმარისი- ამის შესახებ  ჟურნალისტებს  ვიცე-პრემიერმა,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა 14 მაისს განუცხადა.

„ეროვნულ ბანკს აქვს ოპერატიული ინფორმაცია საბანკო სექტორის შესახებ და აქედან გამომდინარე იღებს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, არის თუ არა  დღევანდელი მაჩვენებელი იმ ზღვარზე, რომ, დავუშვათ, ფინანსური პრობლემები შეექმნას საბანკო სექტორს. ამიტომ მე პოლიტიკურ ინსინუაციებს ვერ დავიწყებ“ — ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ეროვნული ბანკის საქმიანობის შეფასებას ეხებოდა.

 „ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა, არის ის, რომ მე, მაგალითად, რეფინანსირების განაკვეთს უფრო მეტად ავწევდი, ვიდრე ნახევარპროცენტიანი ცვლილება იყო. თუმცა, კიდევ ერთხელ ვამბობ, შორს ვარ იქიდან, რომ ამის შესახებ რაღაც პოლიტიკური დასკვნები გავაკეთო“ — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა 6 მაისს მიიღო გადაწყვეტილება გაეზარდა რეფინანსირების განაკვეთი (მონეტარული პოლიტიკის ძირითადი განაკვეთი) 50 საბაზო პუნქტით, წლიურ 5%-მდე.

კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ ლარის კურსის გაუფასურების ფონზე, ინფლაციური მოლოდინები გაიზარდა, რაც შესაძლოა აისახოს საშუალოვადიან პერიოდში  სამიზნე დონიდან ინფლაციის აცილების რისკებზე. ამ ფონზე კომიტეტი მნიშვნელოვნად მიიჩნევს  საპროცენტო განაკვეთის წლის ბოლომდე 5.5% —მდე ეტაპობრივ ზრდას.

18
თემები:
ლარის კურსის დაცემა (30)
თემაზე
მანათი დოლართან მიმართებით მყარდება