доллары США

საქართველოს მთლიანმა საგარეო ვალმა პირველი ნახევრის შედეგების მიხედვით 8,7 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის 30 ივნისისთვის 8,720 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2010 წლის 31 მარტის მაჩვენებელზე 53,4 მლნ დოლარით ნაკლებია და 55,2 დოლარით მეტია წლის დასაწყისის მაჩვენებელზე.

 

თბილისი, 5 ოქტობერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს საგარეო ვალი 2010 წლის 30 ივნისისთვის 8,720 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენდა, რაც 2010 წლის 31 მარტის მაჩვენებელზე 53,4 მლნ დოლარით ნაკლებია და 55,2 დოლარით მეტია წლის დასაწყისის მაჩვენებელზე.

მეორე კვარტალშო ვალი საოპერაციო ცვლილებების ხარჯზე 80,1 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა და საკურსო ცვლილებების ხარჯზე 152,9 მლნ ლარით შემცირდა.

ვალის საერთო მოცულობიდან 2,862 მილიარდი (ვალის საერთო მოცულობის 32,8%) სახელმწიფო სექტორის წილზე მოდის, რაც 2010 წლის 31 მარტის მაჩვენებელზე 50,7 მილიონი აშშ დოლარით ნაკლებია. კიდევ 852,6 მლნ დოლარი (9,8%) ეროვნული ბანკის ვალს შეადგენს (-26,2 მლნ დოლარი).

საბანკო სექტორის ვალი 1,456 მილიარდს შეადგენს (16,7). ეკონომიკის სხვა სექტორების ვალმა 1,336 მილიარდი დოლარი შეადგინა (15,3%), 2,213 მილიარდი დოლარი (25,4%) კომპანიებს შორის ვალია.

მთლიანი საგარეო ვალი წარმოადგენს ფაქტობრივი და ვალდებულებებით განუპირობებელი რეზიდენტების დაუფარავ თანხას მოცემული ქვეყნის არარეზიდენტების მიმართ, რომელიც მოითხოვს ძირითადი ვალის და/ან პროცენტების გადახდას დროის გარკვეულ მომენტში.

მთლიანი საგარეო ვალი მოიცავს სახელმწიფო საგარეო ვალსაც (მთავრობის და ეროვნული ბანკის) და არასახელმწიფო ვალსაც (ბანკების, ეროვნული და სააქციო კომპანიების).

 

1