ფოთის რაიონში თავისუფალი ეკონომიკური ზონისთვის ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა სრულდება

გამოწერა
საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (GSE) 220-110 კილოვოლტიანი ახალი ხაზის სამშენებლო სამუშაოები 75%-ით დაასრულა. ხაზი ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოამარაგებს, განაცხადეს GSE-ს ოფისში.

თბილისი, 1 ოქტომბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ (GSE) 220-110 კილოვოლტიანი ახალი ხაზის სამშენებლო სამუშაოები 75%-ით დაასრულა. ხაზი ფოთის თავისუფალ ეკონომიკურ ზონას მოამარაგებს, განაცხადეს GSE-ს ოფისში.

220 კილოვოლტიანი ხაზის მხარეს დამონტაჟებულია 30 საყრდენი, ხოლო 110 კილოვოლტიანის მხარეს - 55 საყრდენი. საძირკვლების მონტაჟი სრულად დასრულდა.

დღესითვის GSE მზადაა, განახორციელოს ფოთის ახალი ელექტროგადამცემი ხაზის საშუალებით 20 მეგაბატი ელექტროენერგიის გადაცემა, ხოლო ოქტომბრის ბოლოს, პროექტის დასრულების შემდეგ გადაცემული ელექტროენერგიის სიმძლავრე 60 მეგაბატამდე მიაღწევს.

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ ახალი 220-110 კილოვოლტიანი ხაზის მშენებლობა გაზაფხულზე დაიწყო. ხაზის მშენებლობას კომპანია ”საქენერგორემონტი” ახორციელებს, რომელიც მშენებლობის დასრულებას 2010 წლის სექტემებრში გეგმავდა.

ელექტროგადამცემი ხაზის სიგრძე 35 კილომეტრია. სულ დამონტაჟდება 114 საყრდენი. ხაზი შედგება ორი 110 კილოვოლტიანი და 220 კილოვოლტიანი უბნებისგან.

პროექტის საერთო ღირებულება 8 მლნ ლარია.

ყველა ახალი ამბავი
0