Тбилиси

საქართველოს მთავრობის პრივატიზაციის გეგმა 49%-ით შესრულდა

1
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციის შედეგად შესულმა სახსრებმა დღეისთვის 83,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის გეგმის 49%-ს შეადგენს.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სახელმწიფო ობიექტების პრივატიზაციის შედეგად შესულმა სახსრებმა დღეისთვის 83,5 მილიონი ლარი შეადგინა, რაც 2010 წლის გეგმის 49%-ს შეადგენს, განაცხადეს საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროში.

გეგმის მიხედვით, ერთ წელიწადში პრივატიზაციისგან ბიუჯეტში 170 მლნ ლარი უნდა შევიდეს.

უახლოეს მომავალში უკვე გაყიდული ობიექტებიდან ბიუჯეტში კიდევ 58,4 მლნ ლარი შევა, ეს გეგმის 34%-ია და მთავრობას წლის ბოლომდე 30 მლნ ლარამდე მობილიზება მოუწევს.

2010 წლის პრივატიზაციის გეგმის შესასრულებლად სამინისტრომ დაგეგმილი თანხიდან 17%-ის მობილიზება უნდა მოახდინოს.

23 აგვისტოდან თბილისში, პრავატიზაციისთვის გამოტანილ ობიექტებზე სპეციალური ბანერები თავსდება, რომელთა დანიშნულებაცაა სრული ინფორმაციის გავრცელება პრივატიზებისთვის განკუთვნილი ობიექტის შესახებ. ეს პროცესის მეტი გამჭვირვალობისთვის კეთდება. 

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ვერა ქობალიას განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში პრივატიზაციის პროცესი უკვე მრავალი წელია, მიმდინარეობს, გასაყიდად საკმარისი ობიექტების რაოდენობაა გამოტანილი. 

საქართველოს მთავრობამ, რომელიც პრივატიზაციის ტემპებით უკმაყოფილოა, ამ პროცესში საბროკერო კომპანიების ჩართვა განიზრახა. კერძოდ, 21 ივნისს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ სახელმწიფო ქონების დაჩქარებული წესით პრივატიზაციის მიზნით შვიდ საბროკერო კომპანიასთან ჩარჩო-ხელშეკრულება გააფორმა.

 

1