Кутаиси, регион Имерети

ქუთაისის ინდუსტრიულ ზონაში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება

9
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდება, განაცხადეს Georgian International Holding-ში.

თბილისი, 30 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”. ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში 15 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიციები განხორციელდება, განაცხადეს Georgian International Holding-ში.

ხელი მოეწერა ორ მემორანდუმს თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ტექსტილის წარმოების (ეგვიპტური ინვესტიციები) და ერთობლივი უკრაინულ-ქართულ-ინდური მეტალურგიული წარმოების შესახებ. ტექსტილის წარმოებაში ჩაიდება ხუთი მლნ აშშ დოლარი, ხოლო მეტალურგიულ წარმოებაში - 10 მლნ.

ამჟამად ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში წარმოებული პროდუქციის ექსპორტი მსოფლიოს 12 ქვეყანაში ხორციელდება. ყოფითი ტექნიკის მწარმოებელი ქარხანა, რომელიც ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრულ ზონაში შედის, ყოფითი ტექნიკის წარმოების სრული ციკლის განხორციელებას იწყებს. ადრე ქარხანა მხოლოდ ტექნიკის აწყობით იყო დაკავებული.

Georgian International Holding ქუთაისის ინდუსტრიული ზონის ადმინისტრატორის და ორგანიზატორის უფლებამოსილებას ახორციელებს. 2009 წლის აპრილში Fresh-სა და Georgian International Holding-ს შორის გაფორმდა მემორანდუმი თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში თანამშრომლობის და მუშაობის შესახებ. თავისუფალი ინდუსტრიული ზონა განთავსებულია ყოფილი ავტოქარხნის ტერიტორიაზე (269,014 კვადრატული მეტრი). ფუნქციონირების ვადა 99 წელს შეადგენს.

წლის ბოლომდე Fresh-ის ინვესტიციების მოცულობა 450 აშშ მილიონ დოლარს მიაღწევს. სულ კომპანია Fresh 12 საინვესტიციო პროექტს განახორციელებს - 12 ქარხანას, რომელთა მშენებლობაშიც 1,280 მილიარდი აშშ დოლარი ჩაიდება. 

კომპანია Fresh-ის გარდა ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში კიდევ 11 სხვადასხვა კომპანიის ინვესტიციები განხორციელდება. კერძოდ, საუბარია MAN-ის ავტობუსების და ტრაილერების აწყობის წარმოების მოგვარების შესახებ, სანტექნიკის, ტექსტილის, ავეჯის, კერამიკის წარმოებაზე.

 

9