ремонт дороги

საქართველოში საავტომობილო გზების რეაბილიტაცია გრძელდება

0
(განახლებულია 16:48 15.05.2015)
ოთხშაბათს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა ფარცხისი-წალკის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

თბილისი, 29 სექტემბერი - ”ახალი ამბები - საქართველო”, ანა თუთბერიძე. ოთხშაბათს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა რამაზ ნიკოლაიშვილმა  ფარცხისი-წალკის გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მოინახულა, იუწყება სამინისტროს პრეს-სამსახური.

პროექტი ითვალისწინებს გზის სრულ რეაბილიტაციას: სანიაღვრე სისტემის მოწყობას, წყალგამტარი მილების მონტაჟს, დამხმარე ნაგებობებისა და საყრდენი კედლების მშენებლობას, ასევე  4 ხიდის რეაბილიტაციას და გზის სავალ ნაწილზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგებას. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე 300-მდე ადამიანია დასქამებული, რომელთა დიდი ნაწილიც ადგილობრივი მოსახლეობაა, აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.  

პროექტის დასრულების შემდეგ თბილისიდან წალკამდე მგზავრობის ხანგრძლივობა 3 საათამდე შემცირდება მაშინ, როცა სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყებამდე ამ გზის გავლას 8 საათი სჭირდებოდა. პროექტი წლის ბოლომდე დასრულდება, აცხადებს სამინისტრო.

0